საქართველო-გერმანიის მატჩის ელექტრონული ბილეთების შეძენის პროცედურა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე 29 მარტს გასამართი საქართველო-გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთების ინტერნეტით შეძენის პროცედურა დეტალურადაა აღწერილი.

პირველი ნაბიჯი: გადადით ამ ბმულზე.

მეორე ნაბიჯი: გაიარეთ რეგისტრაცია;

* გრაფაში "პასპორტი" შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც პირადი ნომერი, ისე პირადობის მოწმობის ან პასპორტის ნომერი;
მესამე ნაბიჯი: აირჩიეთ სასურველი ადგილი სტადიონზე;

* გახსოვდეთ, რომ ბილეთების მაქსიმალური რაოდენობა ერთ რეგისტრირებულ მომხმარებელზე 15 ცალია. ამაზე მეტის შეძენას ერთი მომხმარებელი ვერ შეძლებს;

მეოთხე ნაბიჯი: გადაიხადეთ თანხა ბარათით;

ბილეთი თქვენი საკუთრებაა, თუ:
ფული მოიხსნა თქვენი ანგარიშიდან და ამის შესახებ
ბანკიდან მოგივიდათ სმს და საბანკო ოპერაციის ბოლოს საიტიც დაადასტურებს ოპერაციის წარმატებით დასრულებას.

მომხმარებელთა სიმრავლის გამო, შესაძლოა, თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე პროგრამული ხარვეზის გამო არ მოვიდა ბილეთის ყიდვის დადასტურება, თუმცა ბილეთის მისაღებად მისი წარდგენა სავალდებულო არ არის.

მეხუთე ნაბიჯი: ბილეთის ასაღებად მიბრძანდებით "დინამო არენის" სალაროებში იმ დოკუმენტით, რომლითაც გაიარეთ რეგისტრაცია საიტზე და მიიღეთ თქვენ მიერ ნაყიდი ბილეთები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტით შეძენილი ბილეთების მფლობელებს ბილეთების აღება "დინამოს" სალაროებში მათთვის სპეციალურად გამოყოფილ №1 და №2 სალაროებში შეეძლებათ.

ონლაინ-ბილეთების მფლობელებს ბილეთების აღება შეეძლებათ ყოველდღე, 29 მარტის (თამაშის დღის) ჩათვლით.

* * *
საქართველო-გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენის" სალაროებში, ყოველდღე, 11:00-დან 18:00 საათამდე. ბილეთის ფასი - 10,15, 20 და 30 ლარია.

ბილეთების შეძენისას მოქმედებს საგანგებო ლიმიტები. ერთი ფიზიკური პირი შეძლებს მხოლოდ 15 ბილეთის შეძენას.

საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება 29 მარტს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული