22:44 25-03-2015
საქართველოს ნაკრებმა კახა ცხადაძის ხელში პირველივე მატჩი მოიგო [VIDEO]
AutoSharing Option
25 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მალტის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მატჩის პირველი გოლი 83-ე წუთზე, ლევან ყენიას მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მოჰყვა - სტუმართა მეკარე ბურთზე მთლად დამაჯერებლად ვერ გამოვიდა, რითაც ჯაბა კანკავამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
მალტელთა კარში მეორე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა შეაგდო - მარცხენა ფრთიდან, ცრუმოძრაობით სტუმართა მცველი ჩამოიშორა და კარში ძლიერად და ზუსტად დაარტყა.
მთლიანობაში, კახა ცხადაძის გუნდს ჰქონდა უპირატესობა. განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, რაც ძირითადად გიორგი ნავალოვსკის, თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ჭანტურიას და ლევან მჭედლიძის აქტიურობით იყო განპირობებული.
შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და 0:0-ზე მეკარე ნუკრი რევიშვილთან პირისპირ გასულ მათ ფორვარდს ცოტა სიზუსტეც რომ გამოეჩინა, ანგარიშსაც მალტელები გახსნიდნენ, თუმცა ბურთი ჩვენი კარის ძელს მოხვდა.
თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მანამდე ოქრიაშვილის მოჭრილი დარტყმის შემდეგ ხარიხამ მალტელთა კარი იხსნა.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია (რევიშვილი, 45), ამისულაშვილი, კვირკველია (ყენია, 45), კაშია, კობახიძე (ძალამიძე, 84), მახარაძე, კანკავა, ნავალოვსკი, ჭანტურია (ყაზაიშვილი, 63), ოქრიაშვილი (ვაწაძე, 71), მჭედლიძე (ცხადაძე, 71).
შეგახსენებთ, რომ 29 მარტს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში გერმანიის ნაკრებთან უწევს შეხვედრა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
წარმატებები ბიჭებო!