იოახიმ ლიოვი: ახლა, უბრალოდ, ვალდებულნი ვართ, საქართველოს მოვუგოთ

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ავსტრალიის ნაკრებთან 25 მარტს გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ თამაში შეაფასა.

მსოფლიოს ჩემპიონები, რომლებიც ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩს 29 მარტს, თბილისში, საქართველოს ნაკრებთან გამართავენ, ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან ფრეს დასჯერდნენ - 2:2.

"პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად გავისარჯეთ, მეორე ნახევარში კი ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. თუკი მანამდე ვახერხებდით მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნას, მეორე ტაიმში ავირიეთ და არაორგანიზებულად ვმოქმედებდით.

ვერ შევძელით ისე თამაში, როგორც გვსურდა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელები ცდილობდნენ, დასახული გეგმის მიხედვით ემოქმედათ.

ჩვენთვის ნათელია,
რომ ახლა, უბრალოდ, ვალდებულნი ვართ, საქართველოს ნაკრებთან მოვიგოთ", - აქვეყნებს ლიოვის ნათქვამს Goal.com-ი.

ასევე იხილეთ:
გერმანია-ავსტრალია 2:2 - ჩემპიონი თბილისში კოჭლობით მოდის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 16 /
me
ეწევიან აბა რას შვებიან
0
ეწევით რამეს ხალხო?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული