"კვირის პალიტრის" საჩუქარი საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს

AutoSharing Option
გაზეთი "კვირის პალიტრა" საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს გერმანიასთან მატჩის დღეს საქართველოს დროშებს საჩუქრად გადასცემს.

"დინამო არენაზე" მისულ ქომაგებს სკამებზე "კვირის პალიტრის" მიერ ნაჩუქარი დროშები დახვდებათ. საქართველოს დროშას 4500-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.

"კვირის პალიტრა" მოუწოდებს ქომაგებს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის დროს გულშემატკივრებმა დროშები აღმართონ და უფრო გაალამაზონ "დინამო არენაზე" გასამართი მატჩი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაინტერესებს დროშა თუ 4500 გაქვს რის მიხედვით არჩევთ ამ რაოდენობის ადამიანს 55 000 კაციდან?
დავითი
16:30 27-03-2015
0
არ გამოარჩევენ, ისე იქნება როგორც ევროპაში ხდება , რომელიმე ტრიბუნასთან დადგებიან და დაარიგებენ
დათო
17:12 27-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული