საქართველო-გერმანიის მატჩის არბიტრს გურამ კაშია უნდა ერიდოს! [VIDEO]

AutoSharing Option
ამასობაში უეფამ დანიშნა საქართველოსა და გერმანიის მატჩის არბიტრი - ის ფრანგი კლემან ტურპენია.

ტურპენი 32 წლისაა და თუ მის ნამსაჯებ შეხვედრებს გადავხედავთ, არ ერიდება ყვითელ-წითელი ბარათების დარიგებას. ახლახან ევროპალიგის პლეი ოფის შეხვედრაში, "ფეიენოორდსა" და "რომას" შორის (1:2), ტურპენმა 2 ფეხბურთელი გააძევა და 5 გააფრთხილა.

აღსანიშნავია, რომ მას უკვე უმსაჯია საქართველოს ნაკრების შეხვედრა - 2012 წლის აგვისტოში ლუქსემბურგისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩი, რომელიც თემურ ქეცბაიას გუნდმა 2:1 მოიგო (გოლები: მჭედლიძე, ამისულაშვილი). სხვათა შორის, მაშინ მან გურამ კაშია გააძევა.

მოკლედ, ეროვნულ
გუნდს ერთხელ უკვე მოგებული აქვს ტურპენის მსაჯობით, თუმცა კაშიას მასთან ცუდი მოგონება აკავშირებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული