19:50 29-03-2015
საქართველო-გერმანია 0:2 [VIDEO]
AutoSharing Option
"დინამო არენაზე" შეხვედრა დაიწყო. სამწუხაროდ, უკვე მეორე წუთზე შესაცვლელი გახდა ალეკო ამისულაშვილი, რომელმაც ტრავმა მიიღო. მის ნაცვლად მოედანზე ლაშა დვალი შემოვიდა.
გერმანელებს სრული უპირატესობა აქვთ. მე-5 წუთისთვის გადავრჩით. მარკო როისის დარტყმის შემდეგ ბურთი ჩვენი კარის ხარიხას მოხვდა...
მე-13 წუთზე საქართველოს ნაკრების კართან ხიფათი კუთხურის შემდეგ შეიქმნა, როდესაც თომას მიულერი ურტყამდა. ბურთმა ახლო მანძილზე ჩაუარა გიორგი ლორიას კარს.
26-ე წუთისთვის მიულერის იერიში მარჯვენა ფლანგიდან მარიო გიოტცემ დაასრულა, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.
29-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების საჯარიმოში სტუმართა მრავალსვლიანი კომბინაცია დარტყმით მარკო როისმა დაასრულა - ბურთი მცირე მანძილით ასცდა ლორიას კარს.
35-ე წუთზე, შეტევის მარჯვენა ფლანგზე ძალზე კარგი იერიში წამოიწყო თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც ეფექტურად ჩამოიცილა ბასტიან შვაინშტაიგერი, თუმცა მისს პასს გერმანელთა საჯარიმოში გამწვავება არ მოჰყოლია.
39-ე წუთზე გერმანელებმა მაინც გაგვიტანეს - 0:1. მარიო გიოტცემ ჩვენ საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა, რის შემდეგაც ბურთი მარკო როისს მიუვიდა - ამ უკანასკნელს ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია.
საქართველოს ნაკრები აირია. გერმანელებს უპირატესობის გასაზრდელად კი ხუთი წუთი დასჭირდათ. იოზილის გადაცემის შემდეგ თომას მიულერმა ქართველ მცველებს აჯობა - 0:2.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის ბოლო წუთები ძალზე უსუსურად ჩაატარა - ორჯერ კარი ლორიამ გადაარჩინა, რის შემდეგაც გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.
მატჩი განახლდა. საქართველოს ნაკრებში ცვლილებაა - თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად მოედანზე გიორგი ჭანტურია შემოვიდა.
53-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი უიშვიათესი შეტევა არაზუსტი დარტყმით უჩა ლობჟანიძემ დაასრულა...
ერთ წუთში მასპინძლების კიდევ ერთი სახიფათო შეტევა - ჭანტურიამ კარგად ჩამოიცილა მეტოქე ფეხბურთელები და ბურთი ლობჟანიძეს გადააწოდა. ამ უკანასკნელმა საჯარიმოში ჩაჰკიდა, რასაც თავი მჭედლიძემ შეაგება და კანკავასთვის დაგდება სცადა, თუმცა მცირედით არაზუსტად.
საქართველოს კარი ხარიხამ მეორედ იხსნა - მე-60 წუთზე როისის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი რომ კარში წასულიყო, ლორია უძლური იქნებოდა...
63-ე წუთზე მორიგი ცვლილებაა საქართველოს ნაკრებში - კახა მახარაძის ნაცვლად თამაშში ლევან ყენია ერთვება.
გერმანიის ნაკრები, პირველი ტაიმისგან განსხვავებით, თამაშის საშუალებას გვაძლევს. 65-ე წუთზე კუთხურის შემდეგ ბურთი ყენიამ და კანკავამ გაითამაშეს, რის შემდეგაც ბურთი დვალს მიუვიდა, თუმცა კარგი პოზიციიდან დარტყმა ვერ შეძლო.
74-ე წუთზე ერთმანეთს კაპიტნები წაეკიდნენ - ჯაბა კანკავაც და ბასტიან შვაინშტაიგერიც მსაჯმა ყვითელი ბარათებით დააშოშმინა.
75-წუთზე, ქართველი ფეხბურთელების სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ მჭედლიძე გერმანელთა საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა მატს ჰუმელსს ვერ აჯობა.
შეხვედრა დასრულდა.
ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. V ტური
საქართველო-გერმანია 0:2
გოლები: 0:1 როისი (39), 0:2 მიულერი (44).
გაფრთხილება: მახარაძე, კანკავა, შვაინშტაიგერი, ჭანტურია.
საქართველოს ნაკრები: ლორია, ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი (3, დვალი), ნავალოვსკი, მახარაძე (63, ყენია), კანკავა, ოქრიაშვილი (46, ჭანტურია), კობახიძე, მჭედლიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.
გერმანიის ნაკრები: ნოიერი, ჰუმელსი, ბოატენგი, ჰექტორი, შვაინშტაიგერი, იოზილი, როისი, რუდი, კროოსი, გიოტცე (87, პოდოლსკი), მიულერი (86, შიურლე).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.
მატჩის არბიტრი: კლემან ტურპენი (საფრანგეთი).
მკითხველის კომენტარები / 14 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Rato tishavt streams ucxoetshi xalxs arunda yureba ... mee?
0
0
უცხოეთში არ გვაყურებინებთ თამაშს,მაშინ დატკბით თუ როგორ წააგებენ ქართველები,აბა თქვენ იცით.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული