bleacherreport.com: მატჩის გმირი როისია, ანტიგმირი - მახარაძე

AutoSharing Option
ცნობილი სპორტული ანალიტიკური საიტი bleacherreport.com-ი გამოეხმაურა საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა მატჩს.

მატჩში, რომელიც გერმანიის ნაკრებმა 2:0 მოიგო მარკო როისისა და თომას მიულერის გოლებით, ავტორიტეტულმა გამოცემამ მატჩის გმირად როისი დაასახელა, ხოლო ანტიგმირად - კახა მახარაძე.

A დონე: მარკო როისი
მართალია, "დორტმუნდის" ფეხბურთელი მუნდიალზე არ ყოფილა და მსოფლიოს ჩემპიონიც არ არის, მაგრამ მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რა მნიშვნელოვანი ფიგურაა ნაკრებში.

ის პანიკას თესავდა მეტოქე მცველებში და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.

D+ დონე: კახა მახარაძე
კახა მახარაძეს თითქმის შეუსრულებელი დავალება ჰქონდა, გერმანიის ნაკრების ნახევარდაცვის კრეატიულობას უნდა
გამკლავებოდა. დავალება, რომელიც მან ვერ შეასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 5 მცველით იცავდა თავს, საყრდენმა ნახევარმცველმა ვერ შეძლო გერმანელ ვიზავისთან გამკლავება. ამიტომაც ის 63-ე წუთზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გერმანიასთან დაუშვა 2 უხეში შეცდომა როდესაც ბურთის გამოტანის დროს პასი გერმანელებს მისაც, ერთ-ერთი ასეთი შეცდომას მოკვა გოლი
dato
11:51 31-03-2015
0
ძალიან კარგი ბიჭია! ნახეთ მისი თამაშები ! უბრალოდ ჯერ ერთმანეთს ეჩვევიან!!!აცადეთ ხალხნო!
Giorgi
23:26 30-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული