თომას მიულერი: ბოლომდე კმაყოფილი სულაც არა ვარ

AutoSharing Option
29 მარტს, ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველომ გერმანიას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში მეორე გოლი თომას მიულერის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის შემდეგ გერმანულ მედიას მცირე კომენტარი მისცა:

"ჩემი აზრით, იმიტომ ვიმარჯვეთ, რომ დიდი დრო გავატარეთ მათ ნახევარზე, მაგრამ ყოველთვის სწორ პასს არ ვაკეთებდით და ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავდით.

მეორე ტაიმში შეგვეძლო, უფრო გაგვეიოლებინა საქმე. ასე რომ, ბოლომდე კმაყოფილი სულაც არა ვარ - კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმშიც უნდა გაგვეტანა.

კარგი ისაა,
რომ ცხრილში წინ წავიწიეთ", - თქვა მიულერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული