გერმანიასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების ზოგიერთი მოთამაშე გამოვკითხეთ. წინასწარ ვიტყვით, რომ მათ საერთო აზრი აქვთ - ნაკრებს მეტი შეუძლია, მაგრამ გუნდს ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდება...
ლევან ყენია მოედანზე მეორე ტაიმში გავიდა და ძალიან აქტიური და აგრესიულიც იყო, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო - გერმანული მანქანა უშეცდომოდ მუშაობდა.
თამაშისა და ჩვენი ნაკრების პლუს-მინუსებზე პრაღის "სლავიას" შემტევმა ნახევარმცველმა საინტერესო მოსაზრებები გაგვიზიარა.
- გერმანია ძალიან ძლიერი ნაკრებია და
- რა დასამალია და, იყო შიში, რომ სასტიკად მოგვიგებდნენ და ამიტომ 0:2 ბევრისთვის მისაღებიც აღმოჩნდა...
- მე კი ვფიქრობ, რომ მეტი შეგვიძლია, მაგრამ საამისოდ საკუთარი შესაძლებლობების უნდა ვირწმუნოთ.
- მწვრთნელმა შესვენებისას შეტევის გაძლიერება დაგავალათ?
- დიახ, იყო ასეთი მითითება. არადა, დაცვა და ბურთის უაზროდ მოგერიება სისხლში გვაქვს გამჯდარი...
- მეტოქის შიშიც?
- სამწუხაროდ, ასეა და ამიტომაა, ინერციით კიდევ ასეთ ფეხბურთს რომ ვთამაშობთ. უფრო მეტად უნდა ვენდოთ საკუთარ თავს და ბურთი შეტევაში არა გრძელი გადაცემებით, არამედ მოკლე პასებით ამოვიტანოთ.
- სხვათა შორის, ერთი პოზიტიური ის გამოჩნდა, რომ მეორე ტაიმში გუნდმა შეტევების გაძლიერება სცადა. სხვა ამბავია, რომ არ გამოგვივიდა...
- თავადაც ნახეთ, რა ძლიერ ნაკრებს შევხვდით, როგორ მოძრაობდნენ და ბურთს როგორ ეპყრობოდნენ. ასეთ გუნდთან შეტევა უძნელესი საქმეა და ამის მიუხედავად, ცხადაძეს მხოლოდ დაცვაში ჯდომა არ დაუვალებია.
მე სწორედ ეს მაიმედებს, რომ მცდელობა გვქონდა და მეტ-ნაკლებად კომბინაციურად ცალკეულ ეპიზოდებში მაინც ავთამაშდით. ფაქტია, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
40% წარმატების დოკიდებულია სწორ განწყპბაზე დანრჩენი ფიზომზადებასა და გამომუშავებილ უმარებზე მოდის