გიორგი ჭანტურია: უკეთესი ფეხბურთის თამაშის მცდელობა მაინც გვქონდა

AutoSharing Option
გერმანიასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების ზოგიერთი მოთამაშე გამოვკითხეთ. წინასწარ ვიტყვით, რომ მათ საერთო აზრი აქვთ - ნაკრებს მეტი შეუძლია, მაგრამ გუნდს ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდება...

შეცვლაზე შესულმა გიორგი ჭანტურიამ შეტევების გამწვავება სცადა, ორიოდე ეპიზოდში გერმანელებს პრობლემებიც შეუქმნა, მაგრამ ეს იყო და ეს.

"გერმანია მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი მიზნის მიღწევას მაინც ვცდილობდით. პირადად მეც ძალიან მსურდა, აქტიურად მეთამაშა, მაგრამ ვერაფერს გავხდით. კლასში განსხვავება ძალიან დიდი იყო.

ამის მიუხედავად, ეს მატჩი სამომავლოდ მაინც წაგვადგება. ახალი მთავარი მწვრთნელია, ახალ და სულ სხვა სტილის გუნდს აყალიბებს და შესაძლოა, ამ შეხვედრაშიც ისეთი დეტალები აღმოვაჩინოთ, რაც დადებითად ჩაითვლება.

ის ფაქტი მახარებს, რომ ახალი სამწვრთნელო შტაბი ჩვენგან ფეხბურთის თამაშს ითხოვს. პირადად მე, დღევანდელ შეხვედრაში უკეთესობა ამის გამო დავინახე. უკეთესი ფეხბურთის თამაშის მცდელობა მაინც გვქონდა. ადრე თუ გვიან, ეს შედეგს გამოიღებს", - ამბობს რუმინული "კლუჟის" თავდამსხმელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ესპანეთს უფრო კარგად ეთამაშა, ბევრად უფრო კარგად ქეცბაიას ნაკრები, ვიდრე ცხადაძის ნაკრები გერმანიას. ქეცბაიას ნაკრებმა ლიხტენშტაინთან ბევრად უფრო უკეთესად ითამაშა, ვიდრე ცხადაძის ნაკრებმა მალტასთან. ასე რომ მოდი, რაღაც პოზიტივებზე საუბარს მოვრჩეთ. დარწმუნებული ვარ, ქეცბაიას მეტი შანსი ექნებოდა გერმანიასთან. შეტევითაც უკეთ შეუტევდნენ, და დაცვაც უკეთესი იქნებოდა.
SHUKOVANI
14:09 31-03-2015
0
დანახვა არ შეგძლებია,ჯობია გაჩუმდე.
dato-s
13:36 31-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული