კახა მახარაძე: მე უზბეკეთში ვთამაშობ და უცებ, მსოფლიოს ჩემპიონები...

AutoSharing Option
გერმანიასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების ზოგიერთი მოთამაშე გამოვკითხეთ. წინასწარ ვიტყვით, რომ მათ საერთო აზრი აქვთ - ნაკრებს მეტი შეუძლია, მაგრამ გუნდს ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდება...

კახა მახარაძე სტადიონს გულდაწყვეტილი ტოვებდა. ტაშკენტის "ფახთაქორის" ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ გერმანიასთან შეხვედრას საკუთარ აქტივში ვერ ჩაიწერს.

"ძალიან მძიმე თამაში გვქონდა და გამიჭირდა. მე უზბეკეთის ჩემპიონატში ვთამაშობ და უცებ მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ გამოსვლა ძალიან ძნელი აღმოჩნდა.

რა დასამალია და, ამის გამო თავიდან მთელი გუნდი ზედმეტად დაძაბული ვიყავით. ისიც სათქმელია,
რომ მეტოქეს ბევრ თავისუფალ ზონას ვუტოვებდით.

მდგომარეობა მეორე ნახევარში ოდნავ მაინც გამოსწორდა. გუნდი ერთი კვირის შეკრებილია, ახალ სათამაშო სქემას ამუშავებს და არა მგონია, სწრაფი გარდაქმნა რეალური იყოს. ამას დრო და მუშაობა სჭირდება. მომავალს იმედიანად ვუყურებ", - ამბობს მახარაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
Eს კომენტარი შენ გეძღ ვნება ნიკო. რასქვია როგორ შ ე ი ძ Lება ნაკრების ფეხბურთEლები სხვადა სხვა GუნდშI თAმაშობდეს???? ფეხბურთზე კიარა მოტობურთზე ილაპარაკე იქნებ სწორი პასუხი Gასცე ფილმი ცისფერ მთებში დაინტერესებულ კანტორის უფროს !!!! ფეხბურთI არაა შEნი საქმე ;)
Lambada
02:58 01-04-2015
0
მალტაც მსოფლიო დონის ნაკრებია იქაც უამრავი შეცდომები,რომ დაუშვი?
zura
22:42 31-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული