ლევან მჭედლიძე: გამოჩნდა, რომ მეტი შეგვიძლია, ვიდრე ვაკეთებთ

AutoSharing Option
გერმანიასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების ზოგიერთი მოთამაშე გამოვკითხეთ. წინასწარ ვიტყვით, რომ მათ საერთო აზრი აქვთ - ნაკრებს მეტი შეუძლია, მაგრამ გუნდს ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდება...
საქართველო-გერმანია 0:2 - მოგვიგეს, მაგრამ ვერ გადაგვიარეს [VIDEO+PHOTO]

ლევან მჭედლიძე 90 წუთის განმავლობაში მეტოქის მცველებთან იბრძოდა, ჭიდაობდა, ცდილობდა, მათი შეცდომით ესარგებლა, რამდენჯერმე თავად სცადა შეტევის წამოწყება, მაგრამ... ჟერომ ბოატენგი და მატს ჰუმელსი ისე მყარად იდგნენ, "ემპოლის" ფორვარდმა მათ ვერაფერი მოუხერხა.

- პირველ ტაიმში ზედმეტად დაძაბულები ჩანდით...
- მიუხედავად იმისა, რომ შინ ვთამაშობდით, ჩვენი მეტოქე მსოფლიო ჩემპიონი
იყო და ცხადია, ეს გავლენას ახდენდა. ჩვენი ნერვიულობაც არ იყო გასაკვირი. მსგავსი ფსოქოლოგიური წნეხი ნებისმიერი სხვა ნაკრების მოთამაშეებსაც ექნებოდათ.

ამას გარდა, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, პირველ ოფიციალურ შეხვედრას ვატარებდით და განსხვავებული დავალებები გვქონდა, რომელსაც კარგად ათვისება სჭირდება.

იმედია, ადრე თუ გვიან, ახალ სტილს უკეთ ავითვისებთ და უფრო კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ.

- პირადად თქვენ საკმაოდ დიდი სამუშაოს შესრულება მოგიხდათ...
- ბევრი ვეცადე, ბევრიც ვირბინე, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც ვერ გავიტანე. მესმის, რომ გერმანია მსოფლიოს ჩემპიონია, მაგრამ ასეთ მეტოქესთან უფრო მეტი სტიმული მქონდა. ვერ დაგვაკმაყოფილებს ის ფაქტი, რომ დიდი სხვაობით ვერ მოგვიგეს და ვერც ის, რომ მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ.

- ჩვენი ნაკრების თამაშში რაიმე პოზიტიური თუ შენიშნეთ?
- ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გამოჩნდა - მეტი შეგვიძლია, ვიდრე ვაკეთებთ. მომდევნო თამაშებში მაქსიმალურად უნდა ავიღოთ ქულები და ბევრად უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული