კატასტროფა: ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა ანტირეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ფიფა/"კოკა კოლას" ახალი, აპრილის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც მარტის სანაკრებო თამაშების შედეგებია გათვალისწინებული.

მალტასთან ამხანაგურ თამაშში გამარჯვების და გერმანიასთან მარცხის შემდეგ კახა ცხადაძის ნაკრები ეროვნულ გუნდთა რეიტინგ-ლისტში, წინა თვესთან შედარებით, 12 ადგილით დაქვეითდა და ახლა 138-ე ადგილზეა.

ასე დაბლა საქართველოს ნაკრები არსებობის ისტორიაში არ დაშვებულა...

საქართველოს ნაკრებს 197,19 ქულა აქვს და ისეთმა გუნდმაც კი გაუსწრო ევროპიდან, როგორიც ლუქსემბურგია. გასულ რეიტინგში საქართველოს ნაკრებს 225 ქულა ჰქონდა.

ევროპის ქვეყნებში საქართველო მხოლოდ სამ გუნდს უსწრებს: მალტას, სან მარინოს და ანდორას!
საქართველოს ნაკრების პროგრესია
(გრაფიკული) 1994–2015 წწ.
Sportall.Ge

პირველად ისტორიაში, ბელგიის ნაკრები რეიტინგში მესამე ადგილზე აღზევდა. პირველი კი კვლავ მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიაა, რომელსაც კვალში არგენტინის ნაკრები უდგას. ათეულში დაბრუნდა ევროპის ჩემპიონი ესპანეთი, რომელმაც იქიდან საფრანგეთი გამოაძევა.
ტოპ-ათეული
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
ესეც თქვენმა ქართულმა ოცნებმამ მოუტანა შედეგი
0
ვავა ჩქიმ ფეხბურთი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული