ლევან კობიაშვილმა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად სროლაში ივარჯიშა [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა 30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ქართველ ჯარისკაცებსა და საქართველოს მოქალაქეებს თავის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მიულოცა.

ლევანმა ასევე გამოაქვეყნა ფოტოსურათები, სადაც ის გერმანიაში მყოფი ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ჯარისკაცებთან ერთად წვრთნაში მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ ლევანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

"დღეს ქართული შეიარაღებული ძალების დაარსების დღეა. მსურს, თითოეულ ჯარისკაცს და საქართველოს მოქალაქეს გულითადად მივულოცო ეს განსაკუთრებული დღე. ჩვენი გმირები საკუთარი სიცოცხლის ფასად დგანან სამშობლოს და ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე.

ვისაც როგორ შეგვიძლია,
ვალდებულნი ვართ, გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა და ვაგრძნობინოთ, რომ ვაფასებთ მათ ღვაწლს.

გუშინ, საფეხბურთო კლუბ "ჰერტას" სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მქონდა, ასეულობით ასეთი ვაჟკაცი მომენახულებინა და 16 მაისს ბერლინში, ბუნდესლიგის თამაშზე, "ჰერტა"-"ფრანკფურტის" მატჩზე, ოლიმპიურ სტადიონზე მომეწვია.

მინდა მადლობა გადავუხადო მათ ასეთი გულითადი დახვედრისათვის!

ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი გადასროლის წინა წვრთნებს გადის გერმანიაში, რის შემდეგაც ისინი ავღანეთში გაემგზავრებიან. ამ რთული მისიის წარმატებით ჩატარებას და სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებას ვუსურვებ მათ!"
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული