ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

გამოძახება დაიწყო - საქართველოს ნაკრების პირველი წევრის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
fcvolyn.net წერს, რომ სანდრო კობახიძისთვის სეზონი უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურით არ დასრულდება, მას სანაკრებო ბატალიები ელის.

29 მაისს "ვოლინი" ბოლო ტურში ლუცკში დონეცკის "მეტალურგს" მიიღებს.

კახა ცხადაძემ სანდრო ეროვნულ გუნდში გამოიძახა. ჩვენი ნაკრების შეკრება ავსტრიაში 3 ივნისს იწყება, მწვრთნელი კი ვალდებულია, ლეგიონერთა გუნდები გამოძახების შესახებ ორი კვირით ადრე გააფრთხილოს.

9 ივნისს საქართველოს ნაკრები ამხანაგურად გაეჯიბრება უკრაინას, 13-ში კი ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩში პოლონეთს ესტუმრება.
ასევე დაგაინტერესებთ