ჯანო ანანიძეს საქართველოს ნაკრებში ახალი ფუნქცია ექნება?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე დღეს ან ხვალ დაასახელებს შემადგენლობას, რომელსაც უკრაინასა (ამხანაგური) და პოლონეთთან (საკვალიფიკაციო) მატჩებისთვის მოამზადებს.

სანამ სანაკრებო სია მზის სინათლეს იხილავს, ალბათ, უპრიანია, რამდენიმე დეტალზე გავამახვილოთ ყურადღება. უპირველეს ყოვლისა, ეროვნული გუნდის თავკაცს გარჯა უნდა შევუქოთ - ის დაელოდა ქართული სეზონის დასკვნით მატჩს, თასის ფინალს, რადგან "დინამოსა" და "სამტრედიაში" ნაკრების არაერთი კანდიდატი თამაშობს.

რაც შეეხება სიას, ჩვენი ინფორმაციით, მასში ვერ ვნახავთ ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც საქართველოს ნაკრებში არასოდეს უთამაშია. ოღონდ შეიძლება გამოჩნდნენ ისეთი სახეები, ვისთვისაც ქვეყნის უპირველეს
კრებულში კარგა ხანია, თვალი არ მოგვიკრავს.

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს, რადგან 13 ივნისამდე (პოლონეთთან მატჩის დღე) ბიჭები ძალების აღდგენას მოასწრებენ.

დიდი შანსია, თუნდაც უკრაინასთან შეხვედრაში მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მწვრთნელმა ნახევარდაცვის ცენტრში გაამწესოს.

გუნდთან ერთად იქნება საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაც, ვინც პოლონეთთან შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო იუქმებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ცხადაძე ჯერ იმიტომ არი გასაკენებელი იმ გზას რომ ცეცაძე დაიკენა გვერდით არველაძის პროტეჟე და მეორე იმიტომ გემოვნება ნოლი აქვს აბა კაზაიშვილს კაცი რომ არათამაშებს და ანანიძეზე გააკეტებს აქცენტს იქუნდა დაუმთავრო კველაფერი
gaga
10:09 28-05-2015
0
ეხლაც რომ არ ათამაშოს ყაზაიშვილი, ცხადაძე უნდა გაუყენო წინა მწვრთნელების გზას ვადამდე !!! :)
dave
09:04 28-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული