შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძის გუნდი ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 9 ივნისს უკრაინის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, 13 ივნისს კი, ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად პოლონეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გუნდის მთლიან შემადგენლობას ოფიციალურად სულ მალე გამოაქვეყნებს. ცნობილია, რომ მანამდე ეროვნულ ნაკრებში მიწვევა ლუცკის "ვოლინის" ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ მიიღო.