კახა ცხადაძემ ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებში გამოიძახა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. ამის შესახებ "სპარტაკის" ოფიციალური საიტი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძის გუნდი ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 9 ივნისს უკრაინის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, 13 ივნისს კი, ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად პოლონეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გუნდის მთლიან შემადგენლობას ოფიციალურად სულ მალე გამოაქვეყნებს. ცნობილია, რომ მანამდე ეროვნულ ნაკრებში მიწვევა ლუცკის "ვოლინის" ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული