სფფ: უეფასგან ფინანსურ სანქციებს მაინც ვერ ავცდებით...

AutoSharing Option
საქართველოსა და გერმანიის თბილისური ევროშესარჩევი მატჩის დროს რამდენიმე მაყურებელი უშუალოდ თამაშის მსვლელობისას შეიჭრა მინდორზე. იქვე გაირკვა, რომ უეფასაგან სოლიდური საჯარიმო სანქციები არ აგვცდებოდა და შესაძლებელი იყო, შოტლანდიასთან 4 სექტემბრის საშინაო შესარჩევი შეხვედრა სულაც უმაყურებლოდ ჩაგვეტარებინა.

ამ დროისთვის, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ოფიციალურად ჯერაც არ უცნობებია ვერდიქტი.

იმ კულუარული ინფორმაციით კი, რომლის მოპოვებაც შევძელით, უმაყურებლოდ თამაში ან სტადიონის დისკვალიფიკაცია არ გვემუქრება, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რამდენიმე ვაიგულშემატკივრის უწესობისთვის, სოლიდური ფინანსური სანქციით დაისჯება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
vinc shevarda imas gadaxdevinon gadauxdit shvainshangeri ar jamon manamde
koba
14:27 02-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული