ცხადაძეს ჩიხრაძე დაეხმარება - საქართველოს ნაკრები ავსტრიაში დანაკლისით გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრა. თბილისიდან ლინცისკენ გეზი 17-მა ფეხბურთელმა აიღო.

სამწუხაროდ, გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია. ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდში გამოძახებულია თბილისის "დინამოს" მცველი ლაშა თოთაძე.

ნაკრებს ავსტრიაში შეუერთდებიან გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ლაშა დვალი, ლევან ყენია და მათე ვაწაძე.

უახლოეს ორ შეხვედრაში ნაკრებს ვერ დაეხმარება კაპიტანი ჯაბა კანკავა. ის პოლონეთთან ევროშესარჩევ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს და არც მანამდე, უკრაინასთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშებს.

"ჩვენ გვინდოდა, რომ ჯაბა
ნაკრებთან ერთად ყოფილიყო. მოგეხსენებათ, კაპიტანი პოლონეთთან თამაშს დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვებს. ამიტომ უკრაინასთან ამხანაგურ მატჩში სხვა ფეხბურთელებს გამოვცდით, რომლებიც მერე ოფიციალურ შეხვედრაშიც მიიღებენ მონაწილეობას.

ჯაბას არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისია. მე მას ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ ამხანაგურ მატჩში უმჯობესი იქნებოდა, მის პოზიციაზე ის ფეხბურთელები გამოგვეცადა, რომლებმაც მოგვიანებით უკვე პოლონეთთან უნდა ითამაშონ", - განმარტა ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ.

ვერაფერს იტყვი - რკინის ლოგიკაა და ისიც კარგია, მწვრთნელი და კაპიტანი გადაწყვეტილებას ერთობლივად რომ იღებენ.

ახალი ამბავია - ცხადაძის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს გიორგი ჩიხრაძე. ის 2011 წლიდან წარმატებით წვრთნიდა აზერბაიჯანულ "სიმურგს". 47 წლის სპეციალისტი ცხადაძის ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს. როგორც იცით, ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში უკვე მუშაობენ გია ცეცაძე და მილოშ იევტიჩი.

ჩიხრაძე თავის დროზე ასევე წარმატებით წვრთნიდა თბილისის "ამერს", მერე კი კახა ცხადაძეს ეხმარებოდა "ინტერში".

Sportall.Ge
ფოტოზე: ცხადაძემ და ჩიხრაძემ "ინტერში" დსთ-ის თასი ერთად მოიგეს
9 ივნისს, თბილისის დროით 22 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიულ ლინცში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს უკრაინის ნაკრებთან, 13 ივნისს კი, 20 საათზე, ევროშესარჩევ მატჩში დაუპირისპირდება პოლონეთს. თამაში ვარშავაშია დანიშნული.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი (ტოსნო, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ოთელოსი, კვიპროსი);
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე (ორივე - ინტერი, აზერბაიჯანი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა თოთაძე (დინამო, თბ), უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), კახა ალადაშვილი (სკა ენერგია, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ტოსნო, რუსეთი), ლაშა დვალი (ქასიმფაშა, თურქეთი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), კახა მახარაძე (ფახთაქორი, უზბეკეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვოლინი, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), გოგიტა გოგუა (სკა ენერგია, რუსეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), გიორგი ჭანტურია (კლუჟი, რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე (ინტერი, აზერბაიჯანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩიხრაძის ამერი ერტერტი საუკეტესო კლუბი იყო მტელს ქარტულ კლუბებს შორის
dsddff
23:21 03-06-2015
0
ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ ლაშა თოთაძეა "თბილისის" დინამოდან, რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, თუ რა დონეზეა დღეს ქართული ფეხბურთი, ეროვნული ჩემპიონატი! უცხო კლუბებში თამაში კი ბატონო კარგია, მაგრამ სად არის შედეგი? აქცენტი მხოლოდ ფეხბურთელების გაყიდვაზე რომ არის გაკეთებული იმიტომაცაა ქართული ფეხბურთი ასეთ სავალალო მდგომარეობაში! არ გჯერათ? გაანალიზეთ!
მანჩო
08:40 04-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული