ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ამ მთებს იქით პოლონეთია - საქართველოს ნაკრები ლინცში შეიკრიბა [PHOTO]

AutoSharing Option
3 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიულ ქალაქ ლინცში ჩავიდა და უკრაინასა (ამხანაგური, 9 ივნისი) და პოლონეთთან (შესარჩევი, 13 ივნისი) მატჩებისთვის მზადებას შეუდგა.

კახა ცხადაძის შეგირდებმა გუშინ მსუბუქად ივარჯიშეს, დღეიდან კი გუნდი ორჯერადი წვრთნის რეჟიმზე გადავა.

როგორც გვითხრეს, ავსტრიაში კარგი ამინდია და ყველა ფეხბურთელი თავს შესანიშნავად გრძნობს.

ეროვნულ გუნდს ავსტრიაში შეუერთდნენ ვაკო ყაზაიშვილი, ლევან ყენია და უჩა ლობჟანიძე. მალე ნაკრებთან ერთად იქნებიან მათე ვაწაძე, გურამ კაშია და ლაშა დვალი.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ