კამილ გროსიცკი: თბილისში ქართველებმა ხელი მომტეხეს, ამიტომაც ეს მატჩი ჩემთვის მნიშვნელოვანია

AutoSharing Option
პოლონეთი-საქართველოს (13 ივნისი) მატჩის წინ "რენის" პოლონელმა ლეგიონერმა კამილ გროსიცკიმ "ტვიტერზე" დაწერა, რომ საქართველოსთან დაპირისპირება სეზონის მატჩია.

გროსიცკიმ ნოემბერში თბილისში თამაშისას ხელი მოიტეხა და ახლა ნაკრებს 7-თვიანი პაუზის მერე დაუბრუნდა.

Super Express-მა მასთან ინტერვიუ შემოგვთავაზა. ჩვენ მხოლოდ იმ ნაწილს შემოგთავაზებთ, სადაც "რენის" ფეხბურთელი საქართველოსთან დაპირისპირებაზე საუბრობს.

- თქვენ დაწერეთ, რომ საქართველოსთან შეხვედრა სეზონის მატჩია. მეტოქის შიში გაქვთ?
- თუ გავიმარჯვებთ, ჩვენ შეგვეძლება წყნარად მოვემზადოთ შემოდგომის მატჩებისთვის. ყველა ამბობს, რომ იოლი მატჩი იქნება, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები თბილისში უგოლო
პირველ ტაიმში. ჩემთვის ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს, თბილისში ქართველებმა ხელი მომტეხეს. ვარშავური მატჩიდან კი მხოლოდ კარგი მოგონებები მინდა დამრჩეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული