საქართველოს ნაკრები ავსტრიაში მზადებას აგრძელებს [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტოზე: კახა ცხადაძე და თორნიკე ოქრიაშვილი
საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიულ შეკრებას აგრძელებს. კახა ცხადაძის შეგირდებმა, რომლებიც ავსტრიის დაბა ვინდისგარშტენში არიან დაბანაკებულნი, 5 ივნისს მორიგი ვარჯიში გამართეს.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ნაკრებს კი მხოლოდ დანიური "ორჰუსის" შემტევი მათე ვაწაძე აკლია, რომლის გუნდიც დღეს, 6 ივნისს, ჩემპიონატის ბოლო მატჩს გამართავს. ვაწაძე ნაკრებს 7 ივნისიდან შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 9 ივნისს, ლინცში, ამხანაგურ მატჩში უკრაინას დაუპირისპირდება, 13 ივნისს კი ვარშავაში ევროშესარჩევ შეხვედრას ჩაატარებს პოლონეთთან.

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: გიორგი ლორია
("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი ("ტოსნო", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ოთელოსი", კვიპროსი);
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე (ორივე - "ინტერი", აზერბაიჯანი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), კახა ალადაშვილი ("სკა ენერგია", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ტოსნო", რუსეთი), ლაშა დვალი ("ქასიმფაშა", თურქეთი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), კახა მახარაძე ("ფახთაქორი", უზბეკეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), გოგიტა გოგუა ("სკა ენერგია", რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი):
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი).
მკითხველის კომენტარები / 8 /
პირველ ლიგაში 40 ზე მეტი გოლი რო გაიტანა იმ ბიჭს რატო არ იძახებენ? მისცენ შანსი 40 გოლი ცოტაა?
luka
16:40 06-06-2015
0
უმაღლესი ლიგა ხო სასწაული დონისაა :D ეხა კიდე პირველი ლიგა გვაკლია :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული