კახა ცხადაძე: სამწუხაროდ, გოგუა და მჭედლიძე გამოგვაკლდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 9 ივნისს, ავსტრიულ ქალაქ ლინცში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებთა ამხანაგური მატჩი გაიმართება. სამწუხაროდ, კვლავ ვერ ავცდით დანაკლისს. საქართველოს ეროვნულ გუნდს ტრავმების გამო ლევან მჭედლიძე (წინა დღეს დაშავდა) და გოგიტა გოგუა ვერ დაეხმარებიან.

გოგუამ მატჩის წინა დღეს კი ივარჯიშა, თუმცა სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით, არა მარტო უკრაინასთან, 13 ივნისს პოლონეთთან გასამართავ შესარჩევ მატჩსაც გამოტოვებს. ამის გამო კახა ცხადაძემ შეკრებაზე თბილისის "დინამოს" საყრდენი ნახევარმცველი მათე ცინცაძე გამოიძახა.

თავიდან ასე იყო ჩაფიქრებული - საქართველოს ნაკრებს 8 ივნისს ლინცში (სადაც მატჩი უნდა ჩატარდეს) უნდა
ევარჯიშა, თუმცა, ცხადაძის გადაწყვეტილებით, გუნდი ვინდისგარშტენში დარჩა და იქ გააგრძელა მზადება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აქვე, გთავაზობთ ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ფეხბურთელების კომენტარებს, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

კახა ცხადაძე:
"სამწუხაროდ, გოგუა და მჭედლიძე ტრავმების გამო გამოგვაკლდნენ. ამ შეკრებაზე საკმაოდ სერიოზული სამუშაო ჩატარდა. გვქონდა საიმისო დრო, რომ კარგად გვემუშავა ტაქტიკაზე. ფეხბურთელები მონდომებულები არიან და იმედი მაქვს, გუნდურ თამაშში პროგრესი გამოჩნდება.

გოგუაზე მინდა ვთქვა - აშკარაა, რომ მას აქვს პოტენციალი, ის პოზიცია დაიკავოს, რომელიც გუნდს სჭირდება. მთავარია, კლუბში სტაბილურად ითამაშოს. მას შემდეგ შეკრებებზე გამოვიძახებთ.

უკრაინასთან თამაში დაგვანახვებს, რაში მოვუმატეთ და კიდევ რა არის გამოსასწორებელი. ჩვენ არ ვამბობთ უარს ძლიერ გუნდებთან სპარინგებზე, რადგან სწორედ ასეთ მეტოქეებთან უფრო კარგად გამოჩნდება მინუსები. ეს უფრო მეტი შანსია პროგრესისთვისაც.

დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინასთან მატჩს იმ მხრივ, რომ კარგად მოვემზადოთ პოლონეთისთვის".

ლაშა დვალი:
"ყველანაირი პირობაა, რომ გუნდი კარგად მოემზადოს. არაჩვეულებრივი პრიობებია ავსტრიაში. გუნდი კარგ ფორმაშია და ჩვენი თამაშის ძიებაში ვართ. შეკრება ნაყოფიერი იყო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს თამაშებში კარგი შედეგი გვქონდეს".

გურამ კაშია:
"სამწუხაროდ, ტრავმების გამო გამოვაკლდა ორი მოთამაშე. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ რომ ტაქტიკაზე სამუშაოდ, მით უმეტეს, სეზონის ბოლოა და ფეხბურთელები გადაღლილები არიან. ავსტრიაში საკმაოდ კარგი შეკრება გამოვიდა ძლიერ მეტოქეებთან მატჩებამდე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ცხადაძემ ქეცბაიაზე ცუდად დაიწყო.
0
ვინც უნდა ის დასვან და სადაც უნდა იქ დასვან, ოღონდ დღეს ჩვენებმა არ წააგონ. ფაქტია რო პოლიტიკა არასდროს ჩარეულა ჩვენ საფეხბურთო დაპირისპირებაში თორე ასეთი უარყოფითი ბალანსი ნამდვილად არ გვექნებოდა
irakli
16:19 09-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული