გოგუამ მატჩის წინა დღეს კი ივარჯიშა, თუმცა სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით, არა მარტო უკრაინასთან, 13 ივნისს პოლონეთთან გასამართავ შესარჩევ მატჩსაც გამოტოვებს. ამის გამო კახა ცხადაძემ შეკრებაზე თბილისის "დინამოს" საყრდენი ნახევარმცველი მათე ცინცაძე გამოიძახა.
თავიდან ასე იყო ჩაფიქრებული - საქართველოს ნაკრებს 8 ივნისს ლინცში (სადაც მატჩი უნდა ჩატარდეს) უნდა
აქვე, გთავაზობთ ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ფეხბურთელების კომენტარებს, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა:
კახა ცხადაძე:
"სამწუხაროდ, გოგუა და მჭედლიძე ტრავმების გამო გამოგვაკლდნენ. ამ შეკრებაზე საკმაოდ სერიოზული სამუშაო ჩატარდა. გვქონდა საიმისო დრო, რომ კარგად გვემუშავა ტაქტიკაზე. ფეხბურთელები მონდომებულები არიან და იმედი მაქვს, გუნდურ თამაშში პროგრესი გამოჩნდება.
გოგუაზე მინდა ვთქვა - აშკარაა, რომ მას აქვს პოტენციალი, ის პოზიცია დაიკავოს, რომელიც გუნდს სჭირდება. მთავარია, კლუბში სტაბილურად ითამაშოს. მას შემდეგ შეკრებებზე გამოვიძახებთ.
უკრაინასთან თამაში დაგვანახვებს, რაში მოვუმატეთ და კიდევ რა არის გამოსასწორებელი. ჩვენ არ ვამბობთ უარს ძლიერ გუნდებთან სპარინგებზე, რადგან სწორედ ასეთ მეტოქეებთან უფრო კარგად გამოჩნდება მინუსები. ეს უფრო მეტი შანსია პროგრესისთვისაც.
დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინასთან მატჩს იმ მხრივ, რომ კარგად მოვემზადოთ პოლონეთისთვის".
ლაშა დვალი:
"ყველანაირი პირობაა, რომ გუნდი კარგად მოემზადოს. არაჩვეულებრივი პრიობებია ავსტრიაში. გუნდი კარგ ფორმაშია და ჩვენი თამაშის ძიებაში ვართ. შეკრება ნაყოფიერი იყო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს თამაშებში კარგი შედეგი გვქონდეს".
გურამ კაშია:
"სამწუხაროდ, ტრავმების გამო გამოვაკლდა ორი მოთამაშე. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ რომ ტაქტიკაზე სამუშაოდ, მით უმეტეს, სეზონის ბოლოა და ფეხბურთელები გადაღლილები არიან. ავსტრიაში საკმაოდ კარგი შეკრება გამოვიდა ძლიერ მეტოქეებთან მატჩებამდე".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"