Irish Examiner-ის მესვეტე
დევიდ შონფილდი პოლონეთი-საქართველოს მატჩს ეხმიანება, რომელიც 13 ივნისს ვარშავაში გაიმართება.
"ევრო-2016-ის D ჯგუფში ოთხ კონკურენტ გუნდს მხოლოდ სამი ქულა აშორებს. ამიტომ ირლანდიის იმედებისთვის კარგი იქნება, საქართველომ რომ შეძლოს ვარშავაში დადებითი შედეგის მიღწევა. კარგი კი იქნება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა", - წერს შონფილდი.
"9 ივნისს საქართველოს ნაკრები უკრაინასთან ამხანაგურ მატჩს ითამაშებს, მაგრამ ამ შეხვედრით კახა ცხადაძის გუნდზე ბევრს ვერ შევიტყობთ. უკრაინელები შინ ლუქსემბურგს მასპინძლობენ შესარჩევ მატჩში და ალბათ, მოიგებენ და საქართველოსთან ისინი უფრო მშვიდად ითამაშებენ, თავს არ მოიკლავენ.
ცხადაძემ
ერთხელ მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში გაუტანა პოლონეთს, თუმცა შაბათს მისი გუნდის ინტერესებშია რაც შეიძლება კომპაქტურად თამაში. საქართველოს ნაკრებს, რომელმაც ნოემბერში შინ ოთხი გოლი გაუშვა პოლონეთთან, რამაც თემურ ქეცბაიას თანამდებობა შეიწირა, იმედი უნდა ჰქონდეს, რომ პოლონელები კარგად ვერ ითამაშებენ ან მეტოქეს სათანადოდ არ დააფასებენ", - წერს გამოცემის მესვეტე. შემდეგ პოლონელთა დღევანდელ მდგომარეობას მიმოიხილავს, რაც ჩვენი მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესო გვეჩვენა.