საქართველოს ნაკრები ავსტრიაში უკრაინასთან დამარცხდა

AutoSharing Option
9 ივნისს ავსტრიულ ლინცში საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ითამაშა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ და 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში გაილია და 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 57-ე წუთზე უკრაინის ნაკრები მოულოდნელად და მეტად კურიოზული გოლით დაწინაურდა: ლაშა დვალმა მეკარეს ბურთი დაუბრუნა, თუმცა მას გიორგი ლორია ვერ შესწვდა, ბურთი ძელს მოხვდა და ყველას არტიომ კრავეცმა დაასწრო, რომელმაც ალბათ, კარიერაში ყველაზე იოლი გოლი გაიტანა.

67-ე წუთზე მარჯვნიდან ჩამოწოდებულს დაუმუშავებლად დაუხვედრა ფეხი იევჰენ კონოპლიანკამ და ანგარიში 0:2 გახდა.

81-ე წუთზე ქართველთა იერიშებმა შედეგი
გამოიღო, ლევან ყენიას საგოლე პასით მათე ვაწაძემ ისარგებლა და თავურით ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 1:2.

თამაშის დასრულებამდე კახა ცხადაძის გუნდი უპირატესობას ფლობდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.

13 ივნისს საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩს ვარშავაში, პოლონეთის ნაკრებთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ყენიაც იყო კარგი
bacho
01:14 11-06-2015
0
იევჰენი აღარასდროს დაწეროთ მაგ კაცს ევგენი ჰქვია!!!!!!!!!!!!!!
გენო
13:33 10-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული