საქართველო-უკრაინის მატჩის შემდეგ ნაკრების პრესატაშე ოთარ გიორგაძემ კახა ცხადაძის კომენტარი მოგვაწოდა.
9 ივნისს, ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული გუნდი ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
"თამაშის წინ რამდენიმე ამოცანა იყო. პირველი - სწორი თამაში, დაცვის ფუნქციების შესრულება; შემდეგ ბურთის ართმევა და შეტევის წამოწყება.
პირველ ტაიმში ყველაფერს ვაკეთებდით, უბრალოდ, დასკვნით მომენტში ცოტა მეტი სითამამე იყო საჭირო - დარტყმაში, ბოლო გადაცემაში... ეს პრობლემები იყო პირველ ნახევარში, მეორე ტაიმში კი შევცვალეთ რაღაცები.
მაგრამ მთავარია, არის აშკარა პროგრესი იმ თამაშებთან შედარებით, რაც იყო მალტასა და გერმანიასთან.
თუ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, ჩამოვაყალიბებთ ისეთ გუნდს, რომელიც შემდეგ შესარჩევში იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მეკარე - რევიშვილი,
დაცვა - ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი,
ნახევარდაცვა - კობახიძე, ანანიძე, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი,
თავდასხმა - ჭანტურია, ვაწაძე.