კახა ცხადაძე: პროგრესი აშკარად არის, მეტი სითამამეა საჭირო

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი
საქართველო-უკრაინის მატჩის შემდეგ ნაკრების პრესატაშე ოთარ გიორგაძემ კახა ცხადაძის კომენტარი მოგვაწოდა.

9 ივნისს, ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული გუნდი ანგარიშით 1:2 დამარცხდა.


"თამაშის წინ რამდენიმე ამოცანა იყო. პირველი - სწორი თამაში, დაცვის ფუნქციების შესრულება; შემდეგ ბურთის ართმევა და შეტევის წამოწყება.

პირველ ტაიმში ყველაფერს ვაკეთებდით, უბრალოდ, დასკვნით მომენტში ცოტა მეტი სითამამე იყო საჭირო - დარტყმაში, ბოლო გადაცემაში... ეს პრობლემები იყო პირველ ნახევარში, მეორე ტაიმში კი შევცვალეთ რაღაცები.

კმაყოფილი ვიყავი, უბრალოდ, დამაგვირგვინებელ ფაზაში მომატება გვჭირდებოდა...

მაგრამ მთავარია, არის აშკარა პროგრესი იმ თამაშებთან შედარებით, რაც იყო მალტასა და გერმანიასთან.

თუ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, ჩამოვაყალიბებთ ისეთ გუნდს, რომელიც შემდეგ შესარჩევში იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
პოლონეთთან ჩემი შემადგენლობა ასეთი იქნებოდა:
მეკარე - რევიშვილი,
დაცვა - ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი,
ნახევარდაცვა - კობახიძე, ანანიძე, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი,
თავდასხმა - ჭანტურია, ვაწაძე.
მ.
13:00 11-06-2015
0
ვინც პროგრესი ვერ დაინახა, შეეშვას ფეხბურთს და წავიდეს ბაქოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უყუროს, რა ნაროდია პროსტო გული როგორ არ უნდა აგერიოს. ჯერ თამაშის დაწყებამდე გახდებიან პროფესორები იმას სასტავში რა უნდა ეს რატო არაა ძირითადში, თქვე კაი დედმამიშვილებო, ყველა პროფესიონალი როგორ ხართ და ყველაფერში ყველა სახეობის სპორტზე კრიტიკას რომ წერთ,.(იმენნა ყველაფერშიკები) და სახლში ჩამჯდარი სოციალურ ქსელებში მეტს რო არაფერს აკეთებენ, თუ ასეთი ნიჭიერი ხარ წადი შვილო საქმე გააკეთე. ფეხბურთს კი არა ხალხს უნდა ეშველოს რამე და მერე მიხედონ ფეხბურთს
xtfuiiiii
18:16 10-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული