Eurosport: საქართველოს ნაკრებმა კვირის ყველაზე სასაცილო გოლი გაუშვა

AutoSharing Option
AUTO PLAY
"საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების ამხანაგური მატჩი ავსტრიაში სანახევროდ ცარიელ სტადიონზე მიმდინარეობდა. გოლი არ გადიოდა, სანამ ქართველთა მცველმა ლაშა დვალმა და მეკარე გიორგი ლორიამ არ მოიგონეს ის", - წერს Eurosport-ი.

ორიგინალში გამოცემას გურამ კაშია ჰყავს შეცდომით მოხსენიებული, თუმცა იმ მომენტისთვის კაშია საერთოდ არ იყო მოედანზე.

"მცველმა უკან დაუბრუნა მეკარეს ბურთი, რომელიც ძელს მოხვდა და გამოვარდნილს არტიომ კრავეცმა მიუსწრო. აი, ასე გაიტანა კრავეცმა ეროვნულ ნაკრებში თავისი პირველი გოლი".

გოლს ESPN გამოეხმაურა: "დაცვის სულელური შეცდომა დაეხმარა უკრაინას საქართველოს დამარცხებაში", - ვკითხულობთ გამოცემის მიერ მომზადებული
ამხანაგური მატჩების მიმოხილვის სათაურში.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლორია მერამდენედ?
kako
08:46 11-06-2015
0
რა სირცხვილია!!!!
გენო
18:35 10-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული