გთავაზობთ უკრაინული მედიის გამოხმაურებას ამ შეხვედრაზე.
Трибуна: გაიღვიძე და დაარტყი, როგორი ექსპერიმენტები ჩაატარა ფომენკომ საქართველოსთან
"სიესტა პირველ ტაიმში, უალტერნატივობა დაცვის ფლანგებზე, წარმატებული "დინამოური" შეცვლები და ბოიკოს მორიგი სუპერმატჩი", - ასე აფასებს გამოცემა მატჩს. "ამას წინათ, ინგლისურმა არხმა ინგლისის ნაკრების უინტერესო თამაშის ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა. საბედნიეროდ, უკრაინულ არხს მხოლოდ პირველი ტაიმისთვის მოუწევს ბოდიშის მოხდა. ეს ტაიმი იყო
არ ვიცით, ბიჭები ეტყობა, უკვე შვებულებაზე ფიქრობდნენ, რადგან მოედანზე ისინი დახოხავდნენ, კი არ დარბოდნენ. ეს ნამდვილი სიესტა იყო, სიჩქარე ნულზე, კარში დარტყმები - არა, ქართველთა კართან სახიფათოს მსგავსიც არაფერი ხდებოდა. გუნდს აშკარად აკლდა იარმოლენკო".
"მეორე ტაიმში ქართველთა თითქმის ყველა ხიფათი ჩვენი მარჯვენა მცველის ზონიდან შეიქმნა. გოლიც იქიდან ჩაწოდების შემდეგ გავუშვით, რაკიცკი პოზიციურად შეცდა, როგორც ყოველთვის".
"უკრაინის ნაკრების მცველები ბევრს სცოდავდნენ, დენის ბოიკომ რამდენიმე სეივი შემოგვთავაზა. ექსკარპატელი ლევან ყენია, ალბათ, ახლაც ფიქრობს, როგორ ვერ გაიტანა 50-ე წუთზე. ჰკითხოს იგუაინს".
football.ua: უკრაინამ საქართველო დაამარცხა
"მატჩი უფრო ძლიერ ქართველებთან უნდა ყოფილიყო მოსამზადებელი ეტაპი უფრო სუსტ ლუქსემბურგელებთან თამაშისთვის". "პირველი ტაიმი ჩვენს გუნდს საერთოდ არ გამოუვიდა. უკრაინელები რამდენჯერმე შევიდნენ მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ ხიფათი ვერ შექმნეს. ქართველები უკეთ გამოიყურებოდნენ - ბურთი უკეთ ეჭირათ და ოდნავ მწვავე მომენტებს ქმნიდნენ.
უკრაინა დაწინაურდა, უფრო ზუსტად, საქართველომ გოლი გვაჩუქა - მცველმა ლაშა დვალმა და მეკარე გიორგი ლორიამ".
გამოხმაურებები
ალექსანდრ ზავაროვი (მწვრთნელის ასისტენტი): "რაც გუნდს დავუსახეთ, ყველაფერი არ შესრულდა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. ეს ის თამაში არაა, რომელიც ლუქსემბურგთან უნდა ვაჩვენოთ.
ჩვენი ამოცანა იყო, ქართველ ფეხბურთელებს თავისუფლად არ მიეღოთ ბურთი. ეს დიდწილად არ შესრულდა, აქედან იყო პრობლემებიც. გუნდში არ ჩანდა სათამაშო განწყობა, ხვალ ამის შესახებ აუცილებლად დავილაპარაკებთ.
ლუქსემბურგის ნაკრები დაახლოებით საქართველოს ნაკრების ნაირია, ნაკლებად ტექნიკური, მაგრამ უფრო ძლიერი ფიზიკურად.
მესმის, რომ ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ პროფესიონალი ყოველთვის ერთნაირად მონდომებით უნდა თამაშობდეს".
ანატოლი ტიმოშჩუკი (140-ე მატჩი ნაკრებში):
"ვფიქრობ, 2:0 სანამ იყო, კმაყოფილები ვიყავით. ბოლო 10-15 წუთი ხელიდან გავუშვით ინიციატივა. უნდა გამოვიტანოთ აქედან სწორი დასკვნები, მთელი 90 წუთი უნდა ვითამაშოთ ერთნაირად. 2:0-ზე არ უნდა გაჩერდე.
პირველი გოლი კი ჩვენი პრესინგის დამსახურებაა, ვაიძულეთ ქართველები, შეცდომა დაეშვათ.
ქართველებსაც ჰქონდათ კარგი მომენტები, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ".
პაველ ქსენზი (დებიუტანტი):
"მთელი ემოციები ჩემპიონატს მოვახმარეთ, ამიტომ ქართველებთან მძიმე მატჩი გამოვიდა. ის თამაში ვერ ვითამაშეთ, რაც მწვრთნელებმა მოითხოვეს.
საქართველოს ნაკრები ტექნიკური გუნდია, უტევდა მთელი ძალებით, კომბინირებდა. მოკლედ, კარგი გუნდია, როგორც ველოდით კიდევაც".
იაროსლავ რაკიცკი:
"ჩვენი ბრალია, მოვეშვით და ქართველებს ბურთის დაუფლების საშუალება მივეცით. მათ არცთუ ურიგო კონტრშეტევები გამოსდიოდათ.
პირველი გოლი უბრალო გამართლებაა, მაგრამ მეორე - დამსახურებული. ბოლოს კი, ალბათ, დავიღალეთ და კონცენტრაცია დავკარგეთ. ეს ლუქსემბურგთან აღარ გამეორდება".
Подробности:
"უკრაინის ნაკრებმა ტანჯვით მოუგო საქართველოს".Сегодня Спорт:
"თამაშის წინ ავსტრიელმა "ვახტანგ კიკაბიძემ" გაგვამხიარულა, რომელმაც ცოცხლად იმღერა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები".Спорт-Экспресс в Украине: ტრადიციისთვის არ გვიღალატია
"ქართველებსაც უნდა დავუფასოთ. მათ აირჩიეს დაცვითი ფეხბურთი. კარგად თამაშობდნენ ჩაჭრებსა და კონტრშეტევებზე. ხანდახან მეტოქეს აიძულებდნენ, შეცდომა დაეშვა. განსაკუთრებით კარგი იყო ქართველთა დაცვის მარცხენა ფლანგი". "ასე რომ, გავაგრძელეთ საქართველოს ნაკრებთან პოზიტიური შედეგების ტრადიცია".