ლევან მჭედლიძემ და გოგიტა გოგუამ საქართველოს ნაკრების შეკრება დატოვეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდი კვლავ ავსტრიაშია და პოლონეთთან ვროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩისთვის სამზადისს იქ განაგრძობს.

გუნდი დატოვეს ტრავმირებულებმა - გოგიტა გოგუამ და ლევან მჭედლიძემ.

ნაკრების თავკაცმა კახა ცხადაძემ 10 ივნისს, დილით მსუბუქი ვარჯიში ჩაატარა. მან ის შეგირდები დატვირთა, რომელთაც უკრაინელებთან შეხვედრაში არ უთამაშიათ, დანარჩენებს კი ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

საქართველოს ნაკრები პოლონეთში 12 ივნისს, ჩარტერული რეისით გაემგზავრება. მატჩი კი მეორე დღეს, 13 ივნისს, ვარშავაში გაიმართება და ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ მჭედლიძემ ხომ გაახურა, ხან იტყუება ტრამვა მაქვსო და მერე თავის გუნდში გოლი გააქვს, ხან სერია ა-ში დუბლი გააქვს და მერე ტრამვას იკიდებს. უნდა საერთოდ ამ ბიჭს ნაკრები?
grisha
11:08 11-06-2015
0
საცოდავი, უსუსური და სამარცხვინო ნაკრები, რაღაც შეცვალედ თქვე .... ამოგვიხვედით ყელში.თავი კიტრებივით მოგაქვთ, სამარცხვინოები ხართ.
გია ოზურგეთიდან
10:54 11-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული