ლევან მჭედლიძემ და გოგიტა გოგუამ საქართველოს ნაკრების შეკრება დატოვეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდი კვლავ ავსტრიაშია და პოლონეთთან ვროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩისთვის სამზადისს იქ განაგრძობს.

გუნდი დატოვეს ტრავმირებულებმა - გოგიტა გოგუამ და ლევან მჭედლიძემ.

ნაკრების თავკაცმა კახა ცხადაძემ 10 ივნისს, დილით მსუბუქი ვარჯიში ჩაატარა. მან ის შეგირდები დატვირთა, რომელთაც უკრაინელებთან შეხვედრაში არ უთამაშიათ, დანარჩენებს კი ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

საქართველოს ნაკრები პოლონეთში 12 ივნისს, ჩარტერული რეისით გაემგზავრება. მატჩი კი მეორე დღეს, 13 ივნისს, ვარშავაში გაიმართება და ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
აბა თქვენ იცით რამენაირად დაეხმარეთ მოწინააღმდეგეს გოლის გატანაში ისე ვერ მოახერხებენ ჩვენ კარში გოლის გატანას
ემზარი
10:21 11-06-2015
0
მერამდენედ უნდა წავაგოთ ასე საკუთარი მიუტევებელი შეცდომების გამო შეუცდომელი ვინაა მაგრამ რომ დაუშვებ კაჩი შეცდომას არ უნდა გაფრთხილდე რომ მეორეჯერ არ დაუშვა ასეთი შეცდომა? რა გვჭირს ეს უბედუერება ? კარგი რაც იყო იყო ვეცადოთ არ დავუშვათ შეცდომები თამაში შეგიძლიათ საკმაოდ კარგად აბა თქვენ იცით მთელი საქართველო გისურვებთ გამარჯვებას გახარებას ღისეულად თუ დამარცხდებით არც ეს იქნება იმდენი საწყენი
ემზარი
10:27 11-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული