გიორგი ქინქლაძე: არა მგონია, რომ ჩვენი მოწადინება პოლონეთთან ფრეს მაინც ეყოს

AutoSharing Option
przegladsportowy.pl აქვეყნებს ინტერვიუს გიორგი ქინქლაძესთან, სადაც ქართული ფეხბურთის ლეგენდა პოლონეთის ნაკრებთან კარსმომდგარ შეხვედრაზე საუბრობს.

- როგორ შეაფასებთ, საქართველოს ნაკრების ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპზე?
- ნაკრები ცუდად ასპარეზობს, მაგრამ სულაც არ მიკვირს. ჩვენ ახლა ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს. მე სულაც არ ველოდი მეტს, რაც მოხდა პოლონეთთან, ირლანდიასთან და გერმანიასთან თამაშებში.

- როგორ ფიქრობთ, რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს ვარშავაში?
- არ ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდს მოგება შეუძლია. დიახ, ჩვენ ახალი მწვრთნელი გვყავს და გუნდიც დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, მაგრამ არ მგონია,
ეს თუნდაც ფრისთვის საკმარისი გამოდგეს - პოლონეთს ახლა დიდებული გუნდი ჰყავს.

- ხომ არ აჭარბებთ შეფასებაში?
- არა, სერიოზულად ვამბობ. მე ვნახე თქვენი ნაკრების თამაშები საქართველოსთან, გერმანიასთან. ახლა პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიაზე უკეთ თამაშობს.

ჩემი აზრით, ჩვენი ჯგუფიდან ევრო 2016-ზე პირდაპირ პოლონეთი და გერმანია მოხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ასე რა, თქვით სიმართლე!
jonny
14:02 13-06-2015
0
აი ეს არის სამწუხარო რეალობა.ეს ადამოანი ზოგიერთივით "უაზროთ არ ოცნებობს".
mamulo
14:16 13-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული