მამია ჯიქია: იქნებ ძალამიძესაც იმიტომ არ იძახებენ ნაკრებში, რატომაც თავის დროზე მე?

AutoSharing Option
13 ივნისს ვარშავაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლის მატჩში პოლონეთის ნაკრებს შეხვდება.

ამ შეხვედრის წინ przegladsportowy.pl "რუხის" ყოფილ ფეხბურთელ, მამია ჯიქიას დაუკავშირდა.

- რას უნდა ველოდოთ პოლონეთი-საქართველოს მატჩში?
- ღია თამაშს. არა მგონია, საქართველოს ნაკრები დაცვაში "ჩაჯდეს". ჩვენ ნაკრებს გასვლის შანსი აღარ აქვს, შესაბამისად, არც წნეხია, გუნდი გამოვა და აჩვენებს, რა შეუძლია. საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცი კახა ცხადაძე ამბიციური მწვრთნელია, მისი სამუშაო, ახლა გუნდის შენებაა, რომელმაც შემდეგ ციკლში კარგად უნდა ითამაშოს.

რაიმე განსაკუთრებულს ჩვენი ნაკრებიდან არ ველი, თუმცა გუნდი
შიშით ნამდვილად არ ითამაშებს. თუმცა თქმა არ უნდა, პოლონეთის ნაკრებს უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს და უკეთესი გუნდია. რადგან არავინ ელის ბევრს საქართველოსგან, შეიძლება მოულოდნელობებიც მოხდეს.

- წინა მწვრთნელი თემურ ქეცბაია პოლონეთთან მატჩისას გადადგა. მაშინ გუნდში ატმოსფერო ცოტა სკანდალური იყო, გაუმჯობესდა სიტუაცია?
- ცხადაძე ნამდვილად არ გადადგება ახლა. მას ჯერ ბევრი დრო არ ჰქონდა, რომ გუნდი მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა. ახლა საქართველოს დასაკარგავი არაფერი აქვს და გუნდი არ მოეშვება, როგორც ეს თბილისში მოხდა, როცა მეორე ტაიმში 4 გოლი გაუშვა. ქართველები ადვილად დასამარხცებლები სულაც არ არიან. ვარშავაში ჩამოდის ახალგაზრდული გუნდი, რომელშიც ვარსკვლავები არ არიან, თუმცა მიაქციეთ ყურადღება "ვიტესის" ნახევარმცველ ვაკო ყაზაიშვილს.

- ნაკრებში არ არიან ნიკა ძალამიძე "იაგელონიიდან" და ლადო დვალიშვილი, რომელიც "ლეგიაში" თამაშობდა, რატომ?
- არ ვიცი. გამიკვირდა ძალამიძის არ ყოფნა, რომელიც კარგ ფორმაშია. მე გამახსენდა ჩემი პრობლემა, როცა "რუხში" ვთამაშობდი. მაშინ ფედერაციამ და მწვრთნელმა ამიხსნა, რომ იმიტომ არ მიძახებდნენ, რომ პოლონეთის ლიგის დონე არ აკმაყოფილებთ. იქნებ, ახლაც ასეა?

ასევე იხილეთ:
ნიკა ძალამიძე: არ ვიცი, რატომ არ გამომიძახეს ეროვნულ ნაკრებში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული