21:53 13-06-2015
საქართველოს ნაკრები პოლონეთში დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
მიუხედავად პოლონელთა დიდი სათამაშო უპირატესობისა, პირველ ტაიმში გოლი არ გასულა გიორგი ლორიას შესანიშნავი თამაშის წყალობით, რომელმაც რამდენიმე "სეივი" შეასრულა - 0:0.
62-ე წუთზე კჟიშტოპ მაჩინსკის პასით არკადიუშ მილიკმა ანგარიში გახსნა.
საქართველოს ნაკრებს საუკეთესო მომენტი 81-ე წუთზე შეექმნა, როცა გიორგი ნავალოვსკის დარტყმა ხარიხამ აისხლიტა.
მატჩის ბოლო წუთებზე, როცა უნდა შეგვეტია, მოხდა აუხსნელი რამ - ნაკრები მორალურად გატყდა და მეტოქისგან სამი გოლი გაუშვა.
89-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი მაინც გაიტანა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთში კი "ბაიერნის" ფორვარდმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მან კიდევ ერთხელ მოასწრო ნაწილებად დაშლილი საქართველოს ნაკრების კარში გოლის გატანა - 4:0. ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიკი სულ რაღაც 4 წუთში შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ პირველმა არხმა ვერ უზრუნველყო შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის უზრუნველყოფა, მეორე ტაიმში სიგნალი 4-ჯერ შეწყდა, ქართველ მაყურებელს არც პოლონელთა პირველი ორი გოლის ნახვის საშუალება მისცემია.
საქართველო (5-3-1-1): ლორია - ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, ლ. დვალი, ნავალოვსკი - კობახიძე (76. ცხადაძე), ანანიძე, ყაზაიშვილი - ოქრიაშვილი (46. დაუშვილი) - ვაწაძე (63. ჭანტურია).
მკითხველის კომენტარები / 28 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
აბა ოპტიმოსტებო სად ხართ? რა პოზიტივი შენიშნეთ ჩვენი ნაკრების თამაშში იქნებ გაგვიზიაროთ რეალისტებს.
0
0
კახა გააფსი იგროკებს ცვლი ტვინი გაქვს თავში თავმოყვარეობა არ გაქვს საერთოდ.ბურთი ვინც იცის ის გაგყავს,ყენო არ შემოგყავს რა გინდა ფეხბურთში საერთოდ.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული