მუნდიალი 2018: საქართველო VI კალათაში - ასე არასოდეს დავცემულვართ...

AutoSharing Option
25 ივლისს სანკტ-პეტერბურგში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება. 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე კი რუსეთი პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს.

ევროშესარჩევ ციკლში მოვლენები ასე განვითარდება: 52 ნაკრები გადანაწილდება 9 ჯგუფში. შეიქმნება 7 ექვსგუნდიანი და 2 ხუთგუნდიანი ჯგუფი. გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, 8 მეორეადგილოსანი კი ოთხ საპლეიოფო წყვილს შექმნის.

ევროპის ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 2016 წლის 4 სექტემბერს დაიწყება და 2017 წლის 10 ოქტომბერს დასრულდება, ხოლო პლეი ოფები ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

კალათები 9 ივლისს
გამოქვეყნებული ფიფას რეიტინგის მიხედვით შედგება, თუმცა ჩვენთვის მაინც არაფერი შეიცვლება - საქართველოს ნაკრები, არსებობის ისტორიაში პირველად, მეექვსე კალათაში იქნება.

ცვლილებები არც სხვა ნაკრებებს შეეხებათ.

ნაკრებები კალათების მიხედვით ასე არიან გადანაწილებულნი:

პირველი კალათა:
გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, ინგლისი, ესპანეთი, უელსი, ხორვატია;
მეორე კალათა: იტალია, ავსტრია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ისლანდია, დანია, ბოსნია;
მესამე კალათა: პოლონეთი, უკრაინა, შოტლანდია, უნგრეთი, შვედეთი, ალბანეთი, ჩრდ. ირლანდია, საბერძნეთი, სერბეთი;
მეოთხე კალათა: თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ირლანდია, ნორვეგია, ბულგარეთი, ფარერები, ჩერნოგორია, ესტონეთი;
მეხუთე კალათა: კვიპროსი, ლატვია, სომხეთი, ფინეთი, ბელარუსი, მაკედონია, აზერბაიჯანი, ლიტვა, მოლდოვა;
მეექვსე კალათა: ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, საქართველო, მალტა, სან მარინო, ანდორა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
წარუმატებლობის მიზეზი უფრო ადრე უნდა გვეძებნა როცა სტადიონებს ვანგრევდით.ბათუმში აბაშიძის დროიდან დღემდე დანგრეულია ბენზეს, დინამოს ,ლუკას, არდაგანის, დაკიდევ რამდენი პატარა სტადიონი. მთლიანად თაობას წაართვეს ფეხბურთის მომავალი და რომელ წარმატებაზე უნდა ვილპარაკოთ.
zura batumi
18:12 19-06-2015
0
სანამ ბავშვთა ფეხბურთში განუკითხაობა და საქართველოს ჩემპიონატში ვაკხანალია იქნება არ გვეშველება, რომ მიგვეხედა 10-15 წლის წინ დღეს შედეგი გვექნებოდა, ჩვენ კი მილიონებს ნაკრებზე და მის მწვრGთნელებზე ვხარჯავდით, რისი ღირსებიც ვართ ის მივიღეთ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული