ექსკლუზივი: გიორგი მერებაშვილი "ვერიაში" ითამაშებს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით გიორგი მერებაშვილი ბერძნულ "ვერიაში" ითამაშებს.

ქართველი ნახევარმცველი, გიორგი მერებაშვილი საბერძნეთშია და ახალ კლუბთან კონტრაქტს 22 ივნისს გააფორმებს.

საბერძნეთში ქართველი ფეხბურთელი 21 ივნისს გამთენიიას გაფრინდა, 22 ივნისს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ამის შემდეგ კი კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

23 ივნისს მერებაშვილი საქართველოში დაბრუნდება და ახალ გუნდს საწვრთნელი პროცესის განახლებისას შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ მერებაშვილის ბოკო კლუბი კრეტის ოფი იყო, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა.

რაც შეეხება "ვერიას" გასულ სეზონში გუნდმა საბერძნეთის ჩემპიონატი 43 ქულით მე-14 ადგილზე დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული