კახა ცხადაძე: იქნება სანქციები იმ პირის მიმართ, ვინც შეცდომა დაუშვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჯაბა კანკავასთან დაკავშირებით დაშვებულ შეცდომაზე კომენტარი გააკეთა.

"ფაქტია, ძალიან ცუდი პრეცედენტი მოხდა. შეცდომა გაიპარა და ამით სერიოზული ზარალი მივიღეთ.

მე, სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, სფფ-ის გენერალური დირექტორი რევაზ არველაძე და ის ხალხი, ვის კომპეტენციაშიც შედის ასეთი საკითხები, დავილაპარაკებთ, თუ რა მოხდა.

ძალიან ცუდი რამე მოხდა და ამაზე ზომები იქნება მიღებული. ფაქტია, რომ გუნდს კაპიტანი დააკლდა. იქნება სანქციები იმ პირის მიმართ, ვინც შეცდომა დაუშვა.

თუმცა, ამასთან ერთად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და
მე მგონი, ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა.

დავავალებ თანაშემწეს, ასეთი საკითხები გადამოწმდეს, რომ მომავალში მსგავსი შეცდომა არ განმეორდეს.

რაც შეეხება უეფას რეგულაციებს, როდესაც რამე ცვლილება არის, უეფა ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის.

ჩემი აზრით, არ შეიძლება ჯოხი ერთ ადამიანზე გადატყდეს, ყველამ უნდა ვიფიქროთ ამაზე და პასუხისმგებლობა ავიღოთ", - განაცხადა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ კანკავამ უკრაინასთან და პოლონეთთან მატჩები გამოტოვა, როცა თავისუფლად შეეძლო ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.

ავტორი: ლექსო ნაბახტეველი

უფრო მეტი ინფორმაციისთვის გამოიყენეთ ტეგი - ჯაბა კანკავა
მკითხველის კომენტარები / 11 /
ამათ არ ახსოვთ დევ არ იციან რომ ჩაიწერონ ფაქტია და პირველიშემთხვევა არ არის, მაგრამ თვითონ ფეხბურთელმა არ უნდა იცოდეს რამდენი ყვითელი აქვს მიღებული?? კლუბი ხომ არ არის ნაკრებია
იკა
15:43 23-06-2015
0
ეს ჩვენი 'მეგობარი' პოლონელებიც მაგრები ყოფილან - ცოდნიათ და არ უთქვამთ - არა რა, ძაან ვაფასებ მაგენის 'ძმობას' - თუ რამეა მაგათ ომში მოხალისედაც წავალ DDDD
qazwsx
15:43 23-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული