კახა ცხადაძე: გაბალაში ჩავალ და "დინამოს" ვუგულშემატკივრებ

AutoSharing Option
"აზერიფუტბოლი" აქვეყნებს საქართველოს ნაკრების თავკაცის, კახა ცხადაძის კომენტარს "დინამო"-"გაბალას" დაპირისპირების თაობაზე.


- დინამოს" ფეხბურთელების უმეტესობა 19-22 წლის ასაკის ბიჭები არიან. ზოგიერთი მათგანი ეროვნული ნაკრების კანდიდატია. მე კმაყოფილი დავრჩი მათი თამაშით, განსაკუთრებით, როგორ მიუდგა "დინამო" ფსიქოლოგიურად რთულ სიტუაციას.

10 კაცით დარჩენილი "დინამო" არ დაიბნა, ორი გოლი გაიტანა და მოიგო. მიხარია, რომ ნაკრების პოტენციურმა წევრებმა: თოთაძემ, პაპუნაშვილმა და ცინცაძემ თავი კარგად წარმოაჩინეს.

- რას იტყვით "გაბალაზე"?
- ახლა უკვე სულ სხვა სტატუსით ვადევნებ თვალს აზერბაიჯანულ
კლუბებს. "გაბალამ" თავი ვერ მომაწონა. მწვრთნელი, ალბათ, გააანალიზებს მარცხის მიზეზებს.

დღეს ჩემთვის უფრო საინტერესო "დინამოს" თამაშია, რომლის ახალგაზრდების იმედი მაქვს. მართლაც, გაოცებული ვარ, როგორ მოუგო "დინამომ" "გაბალას". აუცილებლად ჩავალ გაბალაში და "დინამოს" ვუგულშემატკივრებ.

- რას იტყვით თქვენს ყოფილ გუნდ "ინტერზე"?
- ძალიან მწყდება გული, ასეთი კარგი გუნდი, როგორიც "ინტერია", რომ დაშალეს. პირველ ორ ეტაპზე "ინტერს" სუსტი მეტოქეები შეხვდა. მათი გაგდება შესაძლებელია. ცუდია, რომ ადრე ასეთი სუსტი გუნდები არ გვხვდებოდა. ბოლო ხუთ წელიწადში "ინტერმა" იმდენი რეიტინგი მოაგროვა, რომ თავიდან სუსტ მეტოქეებს შეხვდეს.

იმედი მაქვს და მჯერა, რომ "ინტერი" ალბანურ "ლაჩის" გაივლის.

ასევე იხილეთ:
გეორგ ფლორესკუ: თბილისის "დინამოსგან" ასეთ კარგ ფეხბურთს არ ველოდით
"გაბალას" სტადიონზე ქართველების შეურაცხმყოფელი ბანერი არ იქნებაო...
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველა ვუგულშემატკივრებთ!!!!!!!!!!!!!!!
გენო
19:21 07-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული