სრული კატასტროფა - საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში ისევ დაქვეითდა

AutoSharing Option
9 ივლისს "ფიფა/კოკა-კოლას" ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრები 165 ქულით 153-ე ადგილზეა, რაც ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნებმა" ივნისში ორი მატჩი გამართეს. 9 ივნისს საქართველო ავსტრიაში უკრაინასთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა, ხოლო 13 ივნისს პოლონეთთან ანგარიშით 0:4 წააგო.

ცვლილელებია საუკეთესო ათეულში. როგორც უკვე ვწერდით, პირველ ადგილზე არგენტინა გადავიდა. შესაბამისად, გერმანია და ბელგია თითო პოზიციით დაქვეითდნენ.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. არგენტინა, 2. გერმანია, 3. ბელგია, 4. კოლუმბია, 5. ჰოლანდია, 6. ბრაზილია, 7. პორტუგალია, 8. რუმინეთი, 9. ინგლისი,
10. უელსი.

ექსჩემპიონი ესპანეთი მოწინავე ათეულიდან გავარდა და მე-12 ადგილზე იმყოფება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს კატასტროფა აღარ არის, ეს ნორმაა! ნურავის გიკვირთ რო დეპოში ვართ. გუშინდელი დღე ამის მაგალითია.
0
და რას ელოდებოდით უკეთესს.ისე საინტერესოა,რამდენი ხანი გვჭირდება,რომ ბოლო ადგილამდე დავიდეთ?
zvio
11:13 10-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული