სრული კატასტროფა - საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში ისევ დაქვეითდა

AutoSharing Option
9 ივლისს "ფიფა/კოკა-კოლას" ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრები 165 ქულით 153-ე ადგილზეა, რაც ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნებმა" ივნისში ორი მატჩი გამართეს. 9 ივნისს საქართველო ავსტრიაში უკრაინასთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა, ხოლო 13 ივნისს პოლონეთთან ანგარიშით 0:4 წააგო.

ცვლილელებია საუკეთესო ათეულში. როგორც უკვე ვწერდით, პირველ ადგილზე არგენტინა გადავიდა. შესაბამისად, გერმანია და ბელგია თითო პოზიციით დაქვეითდნენ.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. არგენტინა, 2. გერმანია, 3. ბელგია, 4. კოლუმბია, 5. ჰოლანდია, 6. ბრაზილია, 7. პორტუგალია, 8. რუმინეთი, 9. ინგლისი,
10. უელსი.

ექსჩემპიონი ესპანეთი მოწინავე ათეულიდან გავარდა და მე-12 ადგილზე იმყოფება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამდენხან ქეცბაიას ბრალი იყო,ეხლა სიჭინავა არველაძეა დამნაშავე, ვაი თქვენს პატრონს მართლა.
tarasi
19:13 09-07-2015
0
არასდროს არცერტი მცვრტნელის ბრალი არ ყოფილა ეს,ეს არის და იყო ფეხბურტის ფედერაციის სინდისზე,ძირს არველაძეები!!!საერთოდ რა სინდისით ფიქრობს პრეზიდენტობას?!!!ჟურნალისთებო თქვენ უნდა უფრო მეტად აკრიტიკოთ სცორედ არველაძე რეზო !!მაგრამ არ კეთებთ ამას!!!ჯერ ნაკრები რა დღეშია და მერე სამივე ქართული კლუბი გავარდა პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან,იქნებ ეხლაა დრო გავასამართლოთ რეზო არველაძე იმ დანაშაულისთვის რაც ქართული ფეხბურთს მან და მისნაირებმა გაუკეთეს,არ მივცეთ ხალხნო ამ ხალხს კანდიდატად ტავიანტი კანდიდატურის ცამოყენება,რა უბედურებაა?ფიქრობს ამაზე ვინმე?!!!
Bacho
22:01 09-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული