საქართველოს ნაკრები 165 ქულით 153-ე ადგილზეა, რაც ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.
შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნებმა" ივნისში ორი მატჩი გამართეს. 9 ივნისს საქართველო ავსტრიაში უკრაინასთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა, ხოლო 13 ივნისს პოლონეთთან ანგარიშით 0:4 წააგო.
ცვლილელებია საუკეთესო ათეულში. როგორც უკვე ვწერდით, პირველ ადგილზე არგენტინა გადავიდა. შესაბამისად, გერმანია და ბელგია თითო პოზიციით დაქვეითდნენ.
საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. არგენტინა, 2. გერმანია, 3. ბელგია, 4. კოლუმბია, 5. ჰოლანდია, 6. ბრაზილია, 7. პორტუგალია, 8. რუმინეთი, 9. ინგლისი,
ექსჩემპიონი ესპანეთი მოწინავე ათეულიდან გავარდა და მე-12 ადგილზე იმყოფება.