20 წლის შემდეგ - უელსელებს საქართველოზე შურისძიება სწყურიათ

AutoSharing Option
walesonline.co.uk გვთავაზობს სტატიას "როგორ უნდა გამოისყიდოს გარეთ ბეილმა და კომპანიამ სერბეთთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან" ისტორიული მარცხები".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსის ჯგუფში მოხვდა. სტატიას კი შემოკლებული ფორმით გთავაზობთ:

"რა შეიძლება ითქვას უელსის კენჭისყრაზე? შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი ან უარესიც. მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ გაგვიჩნდა ძველი ცოდვების გამოსყიდვის შანსი.

კრის კოულმენის გუნდი სამ ძველ ნაცნობს შეხვდა: სერბეთს, მოლდოვას და საქართველოს.

მოლდოვა და საქართველო, აუჩ! უელსის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გაგვახსენდა 90-იანი წლების შუაში, როცა გუნდს მაიკ სმითი
წვრთნიდა.

უელსი ევრო-96-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კიშინოვში მოლდოვასთან 2:3 დამარცხდა. თვე გავიდა და უარესი მოხდა, უელსი 0:5 განადგურდა საქართველოში. მაშინ გარეთ ბეილს და მისი კოლეგების უმეტესობას ახალი დანებებული ჰქონდათ თავი პამპერსებისთვის.

მაშინ უელსის ნაკრები ნევილ საუთჰოლოლით, იან რაშით, მარკ ჰიუზით და დინ სონდერსით ჩავიდა თბილისში. არ იყო მხოლოდ რაიან გიგზი, რომელიც უკვე ითვლებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ვარსკვლავად.

თბილისში შესვენების იქით-აქეთ 36-წუთიანი ჰორორი განვიცადეთ, როცა მასპინძლებმა პირწმინდად გაგვანადგურეს.

ეს 1994 წლის მცირე პერიოდი ალბათ, ნაკრების 139-წლოვან ისტორიაში ყველაზე ცუდი იყო. კრის კოულმენმა ხომ ეს ყველაფერი თავადაც კარგად უწყის - ორივე თამაშში მონაწილეობა მიიღო.

სმითი მას მერე გაათავისუფლეს, რაც მისმა გუნდმა შინაც წააგო ქართველებთან - 0:1. ეს დიდწილად, ვინი ჯოუნსის გაძევების ბრალი იყო.

სამი წლის წინათ, კი უელსის ნაკრები 1:6 განადგურდა ნოვი სადში სერბეთთან, ხოლო კარდიფში გუნდი სერბებთან 0:3 დამარცხდა.

საბედნიეროდ, ეს ძველი ცუდი დროება წარსულია და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გარეთ ბეილსა და კომპანიას შეუძლია ძველი მარცხისთვის შურისძიება... 20 წლის მერე.

ქართველები მას მერე ძალიან ჩავარდნენ ფიფას რეიტინგში, მიზეზი ცუდი შედეგებია, ევრო 2016-ის კამპანიაში მათ მხოლოდ გიბრალტარს მოუგეს (ვინ ვერ მოუგებს), დანარჩენი კი წააგეს. ახლახან ქართველებმა ვერაფრით გააჩერეს პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი. ისინი ალბათ, ვერც ბეილს გააჩერებენ".
მკითხველის კომენტარები / 10 /
საქართველოს ფედერაციამ მაქსიმუმი გააკეთა 1 ახალგაზრდების წარმატება 2 სუპერ თასის ფინალი 3 ახალგაზრდების ფინალი თბილისში ხოლო სადაც ფინანსებია იქ ბიზნესმა უნდა იმუშაოს კლუბებში კლუბებთან კალაძე თოფაძე და სხვებმა უნდა დაეხმაროს კლუბებს და შეინახონ კალაზემ სამტრედია მაინც დააფინასოს
0
აპაა კი ვერც მოგვიგებენ და ვერ ვერა :D
მალაგურა
12:58 27-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული