20 წლის შემდეგ - უელსელებს საქართველოზე შურისძიება სწყურიათ

AutoSharing Option
walesonline.co.uk გვთავაზობს სტატიას "როგორ უნდა გამოისყიდოს გარეთ ბეილმა და კომპანიამ სერბეთთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან" ისტორიული მარცხები".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსის ჯგუფში მოხვდა. სტატიას კი შემოკლებული ფორმით გთავაზობთ:

"რა შეიძლება ითქვას უელსის კენჭისყრაზე? შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი ან უარესიც. მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ გაგვიჩნდა ძველი ცოდვების გამოსყიდვის შანსი.

კრის კოულმენის გუნდი სამ ძველ ნაცნობს შეხვდა: სერბეთს, მოლდოვას და საქართველოს.

მოლდოვა და საქართველო, აუჩ! უელსის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გაგვახსენდა 90-იანი წლების შუაში, როცა გუნდს მაიკ სმითი
წვრთნიდა.

უელსი ევრო-96-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კიშინოვში მოლდოვასთან 2:3 დამარცხდა. თვე გავიდა და უარესი მოხდა, უელსი 0:5 განადგურდა საქართველოში. მაშინ გარეთ ბეილს და მისი კოლეგების უმეტესობას ახალი დანებებული ჰქონდათ თავი პამპერსებისთვის.

მაშინ უელსის ნაკრები ნევილ საუთჰოლოლით, იან რაშით, მარკ ჰიუზით და დინ სონდერსით ჩავიდა თბილისში. არ იყო მხოლოდ რაიან გიგზი, რომელიც უკვე ითვლებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ვარსკვლავად.

თბილისში შესვენების იქით-აქეთ 36-წუთიანი ჰორორი განვიცადეთ, როცა მასპინძლებმა პირწმინდად გაგვანადგურეს.

ეს 1994 წლის მცირე პერიოდი ალბათ, ნაკრების 139-წლოვან ისტორიაში ყველაზე ცუდი იყო. კრის კოულმენმა ხომ ეს ყველაფერი თავადაც კარგად უწყის - ორივე თამაშში მონაწილეობა მიიღო.

სმითი მას მერე გაათავისუფლეს, რაც მისმა გუნდმა შინაც წააგო ქართველებთან - 0:1. ეს დიდწილად, ვინი ჯოუნსის გაძევების ბრალი იყო.

სამი წლის წინათ, კი უელსის ნაკრები 1:6 განადგურდა ნოვი სადში სერბეთთან, ხოლო კარდიფში გუნდი სერბებთან 0:3 დამარცხდა.

საბედნიეროდ, ეს ძველი ცუდი დროება წარსულია და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გარეთ ბეილსა და კომპანიას შეუძლია ძველი მარცხისთვის შურისძიება... 20 წლის მერე.

ქართველები მას მერე ძალიან ჩავარდნენ ფიფას რეიტინგში, მიზეზი ცუდი შედეგებია, ევრო 2016-ის კამპანიაში მათ მხოლოდ გიბრალტარს მოუგეს (ვინ ვერ მოუგებს), დანარჩენი კი წააგეს. ახლახან ქართველებმა ვერაფრით გააჩერეს პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი. ისინი ალბათ, ვერც ბეილს გააჩერებენ".
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჯერ ერთი თამაშები 1 წლის მერეა და მანამდე დარწმუნებული ვარ ჩვენი ნაკრები გაძლიერდება ნიჭიერი ახალგაზრდებით. მეორეც - ბეილი ან ითამაშებს საქართველოსთან ან არა. მესამეც - როგორც არ უნდა უჭირდეს საქართველოს ნაკრებს, უელსს ყოველთვის მოუგებს! ამ ბრიტანელებს ახასიათებთ ხოლმე მეტისმეტის აღება საკუთარ თავზე.
ილო
17:29 26-07-2015
0
მარტო ბეილის იმედზე ყოფნა ძნელია. ისე, მისი ფასი არა მარტო ახლანდელი საქართველოს ნაკრების, არამედ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საფეხბურთო ნაკრებში მოთამაშე ყველა ფეხბურთელის საერთო ღირებულებაზე მეტია.
გოჩა
19:42 26-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული