უელსის თავკაცი: არასოდეს არ არის ადვილი საქართველოში ჩასვლა

AutoSharing Option
2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრამ საქართველოს ნაკრების მეტოქეები დაასახელა: უელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია და მოლდოვა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ აზრი გამოთქვა ჯგუფში პირველ ნომრად განთესილი უელსის თავკაცმა კრის კოულმენმა:

"არასოდეს არ არის ადვილი ისეთ ქვეყნებში ჩასვლა, როგორიც მოლდოვა და საქართველოა და ჩვენ კარგად ვიცით, რა მაღალი კლასის არიან ავსტრია, ირლანდია და სერბეთი.

მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან მოვუმატეთ და არც ერთ მეტოქესთან დაპირისპრირებას არ მოვერიდებით. სხვა ჯგუფებს რომ შევხედოთ, შეიძლებოდა, უფრო იოლი მეტოქეები შეგვხვედროდა, ან უფრო რთული. ჯერ იქამდე
შორია, ჯერ ევრო 2016-ის თამაშებიც ბლომად დარჩა", - განაცხადა უელსელთა თავკაცმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული