საქართველო ფსკერისკენ მიემართება - ფიფას ახალი რეიტინგში ბოლოდან 56-ეზე ვართ

AutoSharing Option
6 აგვისტოს "ფიფა/კოკა-კოლას" ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრებს, წინა თვის მსგავსად, კვლავ 165 ქულა აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი სვლა ფსკერისკენ გრძელდება.

წინა თვესთან შედარებით, ერთი პოზიციით დავქვეითდით და რეიტინგში, რომელშიც სულ 208 ქვეყანაა წარმოდგენილი, საქართველოს ახლა 154-ე ადგილი უკავია - ბოლოდან 56-ე...

აქვე გეტყვით, რომ "ჯვაროსნებს" ივლისში მატჩები არ გაუმართავს და რეიტინგში ცვლილებები სხვა ნაკრებების შეხვედრებში დაგროვებულმა ქულებმა გამოიწვია.

ცვლილებებია საუკეთესო ათეულში. ბელგიამ გერმანიას გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა, შესაბამისად, გერმანია მესამეზე დაქვეითდა. ათეულიდან გავარდა ჰოლანდია, რომელსაც მე-12 ადგილი
უკავია. ამასთან ერთად, ათეულში შეღწევა ჩილემ შეძლო.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. არგენტინა, 2. ბელგია,  3. გერმანია, 4. კოლუმბია, 5. ბრაზილია, 6. პორტუგალია, 7. რუმინეთი,  8. ინგლისი, 9. უელსი, 10. ჩილე.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფედერაცია წარმატებულად მუშაობა,კიდევ უნდა ავირჩიოთ!მართაალია სულ უკან მივდივართ მაგრამ ბოლოდა ხო უფრო მაღალ ადგილზე ვართ.მეორეზე რომ გავალთ ბოლოდან მერე მისია შესრულებული იქნება!სამაგიეროდ მერე ცჰემპიონთა ლიგის ფინალს ცავატარებიებთ
dato
08:07 07-08-2015
0
დომენტის ხელში მალე 208-ზე ვიქნებით
ფანი
05:45 07-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული