საქართველოს ნაკრებს, წინა თვის მსგავსად, კვლავ 165 ქულა აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი სვლა ფსკერისკენ გრძელდება.
წინა თვესთან შედარებით, ერთი პოზიციით დავქვეითდით და რეიტინგში, რომელშიც სულ 208 ქვეყანაა წარმოდგენილი, საქართველოს ახლა 154-ე ადგილი უკავია - ბოლოდან 56-ე...
აქვე გეტყვით, რომ "ჯვაროსნებს" ივლისში მატჩები არ გაუმართავს და რეიტინგში ცვლილებები სხვა ნაკრებების შეხვედრებში დაგროვებულმა ქულებმა გამოიწვია.
ცვლილებებია საუკეთესო ათეულში. ბელგიამ გერმანიას გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა, შესაბამისად, გერმანია მესამეზე დაქვეითდა. ათეულიდან გავარდა ჰოლანდია, რომელსაც მე-12 ადგილი
საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. არგენტინა, 2. ბელგია, 3. გერმანია, 4. კოლუმბია, 5. ბრაზილია, 6. პორტუგალია, 7. რუმინეთი, 8. ინგლისი, 9. უელსი, 10. ჩილე.