საქართველო ფსკერისკენ მიემართება - ფიფას ახალი რეიტინგში ბოლოდან 56-ეზე ვართ

AutoSharing Option
6 აგვისტოს "ფიფა/კოკა-კოლას" ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრებს, წინა თვის მსგავსად, კვლავ 165 ქულა აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი სვლა ფსკერისკენ გრძელდება.

წინა თვესთან შედარებით, ერთი პოზიციით დავქვეითდით და რეიტინგში, რომელშიც სულ 208 ქვეყანაა წარმოდგენილი, საქართველოს ახლა 154-ე ადგილი უკავია - ბოლოდან 56-ე...

აქვე გეტყვით, რომ "ჯვაროსნებს" ივლისში მატჩები არ გაუმართავს და რეიტინგში ცვლილებები სხვა ნაკრებების შეხვედრებში დაგროვებულმა ქულებმა გამოიწვია.

ცვლილებებია საუკეთესო ათეულში. ბელგიამ გერმანიას გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა, შესაბამისად, გერმანია მესამეზე დაქვეითდა. ათეულიდან გავარდა ჰოლანდია, რომელსაც მე-12 ადგილი
უკავია. ამასთან ერთად, ათეულში შეღწევა ჩილემ შეძლო.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. არგენტინა, 2. ბელგია,  3. გერმანია, 4. კოლუმბია, 5. ბრაზილია, 6. პორტუგალია, 7. რუმინეთი,  8. ინგლისი, 9. უელსი, 10. ჩილე.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგარი უაზრობაა. როცა საქართველო გაცილებით მაღალ პოზიციებზე იდგა და არ ტამაშობდა, ავტომატურად წინ მიდიოდა. წესით და ლოგიკით ეხლა კიდევ უფრო წინ უნდა წასულიყო. არ ღირს ამის გამო პანიკა. მთავარია საქმეს მივხედოთ.
მეკო
13:06 06-08-2015
0
მშრალი სტატისტიკა არავის აინტერესებს. იქნებ მდგომარეობიდან გამოსავლის გზებზე წერა გაგებედათ?
გუჯა კახაძე
14:06 06-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული