კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორ უახლოეს შეხვედრას შოტლანდიასა (თბილისი, 4 სექტემბერი) და ირლანდიასთან (დუბლინი, 7 სექტემბერი) გამართავს. ამ ორი მატჩისთვის ეროვნული გუნდის თავკაცმა კახა ცხადაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრები, არასრული შემადგენლობით, პირველ ვარჯიშს დღეს, საწვრთნელ ცენტრ „ბასაზე“ გამართავს. 3 სექტემბერს კი, 19 საათზე, ცხადაძე „დინამო არენაზე“ შოტლანდიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გვეპატიჟება. საქართველოს ნაკრების ვარჯიში 19:30 საათიდან დაიწყება და მხოლოდ 15 წუთით გვექნება მისი ხილვის საშუალება.

საქართველო-შოტლანდია „დინამო არენაზე“ 4 სექტემბერს, 20 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები
- ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი ლორია (უკლუბოდ), გიორგი მაკარიძე (ფეირენშე, პორტუგალია);

მცველები - გიორგი ნავალოვსკი (დილა), გიორგი ფოფხაძე (ფლამურტარი, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ქარშიაქა, თურქეთი), ზურაბ ხიზანიშვილი (ინტერი, აზერბაიჯანი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ);

ნახევარმცველები - მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), სანდრო კობახიძე (ვოლინი, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი მერებაშვილი (ვერია, საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), მათე ცინცაძე (დინამო თბ);

თავდამსხმელები - ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ბაჩანა ცხადაძე (ფლამურტარი, ალბანეთი), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია).
მკითხველის კომენტარები / 19 /
ძალამიძეს რატო არიძახებს?
სმტ
17:19 31-08-2015
0
ჭანტურია ავად არის ხომ არ იცის ვინმემ' როცა ითამაშა გამორჩეული იყო, უბრალოდ მაინტერესებს
forca
14:54 04-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული